Search
Add Listing
Sign In
Transport Now Open

Tbilisi Auto museum - Page Manager -

Not rated
1

თბილისის ავტომუზეუმი კერძო კოლექციონერის, ბიზნესმენის პირადი კოლექციის ბაზაზე შეიქმნა. ის ამ კოლექციას 18 წლის განმავლობაში აგროვებდა და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა მისი საჯაროდ გამოფენა. კოლექცია, რა თქმა უნდა, კვლავაც გაიზრდება. თბილისის ავტომუზეუმში, ამ ეტაპზე საბჭოთა კავშირში, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გამოშვებული 25 რარიტეტული ავტომობილი იწონებს თავს.

რატომ საბჭოთა მანქანები?
იმიტომ რომ, სამწუხაროდ, საბჭოთა იმპერიის კლანჭებში მოქცეულ მთელს საბჭოეთს არც უფლება ჰქონდა და არც საშუალება, დანარჩენი მსოფლიოს ავტოშედევრებით ესარგებლა. ცუდია ეს თუ კარგი, სხვა საკითხია, ფაქტი კი ასეთი გახლავთ და ეს ჩვენი ისტორიაა. ჩვენი მამების და ბაბუების, იმათი მამების და ბაბუების ისტორია, იმ დროის სუნთქვა რომლიდანაც თუკი რაიმე კარგი დარჩა გასახსენებლად, აი ეს, ჩვენი ავტომუზეუმის ფარეხში დაბინავებული რარიტეტული ავტომანქანებიც გახლავთ.

მუზეუმის მისია
თბილისის ავტომუზეუმს განსაკუთრებული მისია დაეკისრა, ის პირველია არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებშიც. ეს ფაქტი სიამაყის უფლებასაც გვაძლევს და მოტივაციასაც, მოვიზიდოთ რარიტეტული ავტომანქანების მოყვარულები საქართველოს ფარგლებს გარედანაც. პირველობა სიახლეებისკენაც გვიბიძგებს. ჩვენი მიზანია არამარტო გავუფრთხილდეთ და გავაფართოვოთ მუზეუმის საექსპოზიციო ნაწილი, არამედ ჩვენი, ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, ყველა რეტრო მანქანის მოყვარულს უშურველად გავუზიაროთ.

Tags

Add Reviews & Rate

Your email is safe with us.

Your rating for this listing :
Rating images

Working hours :

Now Open UTC - 11
  • MondayOpen all day
  • TuesdayOpen all day
  • WednesdayOpen all day
  • ThursdayOpen all day
  • FridayOpen all day
  • SaturdayOpen all day
  • SundayOpen all day

Booking:

Person:

Weather in the city :

More from the author :

View all

Claim listing: Tbilisi Auto museum

Reply to Message

Sign In

Account details will be confirmed via email.

Reset Your Password

Inline
Inline