ძიება
დამატება

სპექტაკლი უფლისციხეში – უძრავი ძეგლების კულტურული აქტივობებით დატვირთვასაც გულისხმობს

იდეა საინტერესო, მიზანი კიდევ უფრო დიდებული – დავტვირთოთ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები კულტურული აქტივობებით.

გადაწყვეტილების მიღება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არ დაუგვიანია და მისი პარტნიორობითა და დაფინანსებით უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის ტერიტორიაზე ქართულ-გერმანნული მუსიკალური თეატრის საპრემიერო ჩვენებები დაიწყო.

თეატრალური წარმოდგენები მაყვლოვანის თეატრონის სცენაზე სააგენტოს საზოგადოებრივი კლუბის „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ეგიდით წარიმართა.

სპექტაკლ „პრობლემური ვახტანგური“-ს პრემიერები უფლისციხეში 3 დღეს გასტანა, რომლის შემდეგაც ქართულ-გერმანული დასი წარმოდგენების გასამართად დიუსელდორფში გაემგზავრება, სადაც 3 ოქტომბერს კაისერპლაცზე დიუსელდორფის თეატრის ფესტივალის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას. 6 ოქტომბერს კი წარმოდგენას ფრანკფურტში არქეოლოგიურ მუზეუმში გამართავენ.

ლაშა ბუღაძისა და კლაუდია რუშის ავტორობით დადგმული სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ფრანკ შულცია, მუსიკალურადაც ქართულ-გერმანული ტანდემის, კომპოზიტორების – ვოლფგანგ მიტერერისა და იოსებ ბარდანაშვილის მიერაა გაფორმებული.

სპექტაკლი 3 წლიანი შემოქმედებეითი სამუშაოების შედეგია, რომელიც თეატრ კონტრა-პუნქტისა და ორგანიზაცია “ხელოვნების განვითარება საქართველოში“-ს თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. 

საპრემიერო ჩვენებებამდე თეტრალურმა დასმა მოსამზადებელი ფაზა თბილისში გაიარა.

www.travelingeorgia.ge

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password