ძიება
დამატება

რესტორან „საბატონიში“ ანგარიშსწორება ქართული კრიპტოვალუტითაც დაიშვება

1 ოქტომბრიდან რესტორან „საბატონიში“ მომხმარებლები მომსახურების საფასურის გადახდას ქართული კრიპტოვალუტით AISI Coin-ითაც შეძლებენ.

„ეს უპრეცედენტო ფაქტია. პირველად საქართველოში რამდენიმე იურიდიულმა პირმა გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტის, კონკრეტულად კი, „აისი კოინის“ მიღება გადაწყვიტა. პირველი მათგანი რესტორანი „საბატონი“ აღმოჩნდა, რომლის ადმინისტრაციამ სერიოზული და ვფიქრობ, მათთვის და მათი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ სარგებლიანი ნაბიჯი გადადგა. დაინტერესება კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ გამოთქვა", – განაცხადა  „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა, გიორგი შერვაშიძემ..

აისი კოინის მომხმარებელი 3000-ზე მეტი ადამიანია და მათ ამიერიდან მომსახურების გადახდა აისი კოინით შეუძლიათ. 

"გამოყენების თვალსაზრისითაც ძალიან მარტივი პროცედურაა. გადახდა მოხდება QR კოდით, ანდროიდის ტელეფონით. მალე დავამზადებთ ბარათებსაც და აისის მომხმარებლები, უკვე ამ ბარათებით სარგებლობასაც შეძლებენ“ – განაცხადა „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა, გიორგი შერვაშიძემ.

www.travelingeorgia.ge

 

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password