ძიება
დამატება

16 ქვეყანა შენგენის ზონაში, სადაც ქართველები საზღვარს უპრობლემოდ კვეთენ – იანვრის სტატისტიკა

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის იანვრის სტატისტიკაშია ასახული.

კერძოდ, იანვარში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 7 449 იყო. მას მოსდევს იტალია, სადაც – 4 172 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი – 3 336 გასვლით პოლონეთია. რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც იანვარში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: ისლანდია – 1 გამგზავრება; სლოვენია – 3 და სლოვაკეთი – 4 გამგზავრება.

სტატისტიკა 29 ქვეყანას მოიცავს და აღსანიშნავია, რომ აქედან საზღვრის კვეთაზე უარი საქართველოს მოქალაქეებს 13 ქვეყანაში ეთქვათ. მათ შორის იტალია ლიდერობს, სადაც საქართველოს მოქალაქეთა შესვლაზე 39 უარი დაფიქსირდა 2019 წლის იანვარში; მას მოსდევს კვიპროსი – 37 უარით; მე-3 ადგილზე კი ესპანეთია, სადაც უარი 27 პირს ეთქვა შესვლაზე; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ამ ჩამონათვალში პოლონეთი და საფრანგეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 25 და 22 უარით. საფრანგეთს მცირედით ჩამორჩება გერმანია, სადაც 14 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა შესვლაზე უარი.

შესაბამისად, 16 ქვეყანაა, სადაც იანვრის მონაცემებით, არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ ეთქვა უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: ავსტრია (გაემგზავრა – 2355); ჩეხეთი (გაემგზავრა – 1618); ნიდერლანდები – (გაემგზავრა – 711); ლიეტუვა (გაემგზავრა – 666); შვედეთი (გაემგზავრა – 205); შვეიცარია (გაემგზავრა – 370); პორტუგალია (გაემგზავრა – 98); დანია (გაემგზავრა – 103); ბულგარეთი (გაემგზავრა – 119); ესტონეთი (გაემგზავრა – 113); ხორვატია (გაემგზავრა – 12); სლოვაკეთი (გაემგზავრა – 4); ფინეთი (გაემგზავრა – 44); ლუქსემბურგი (გაემგზავრა – 15); სლოვენია (გაემგზავრა -3) და ისლანდია (გაემგზავრა – 1).

bpn

კომპანიის სიახლეები:

    Add Comment

    Your email is safe with us.

    Reset Your Password