ძიება
დამატება

ჩინელები საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებით ინტერესდებიან

საქართველოს სამკურნალო კურორტებითა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალით ჩინური მხარე ინტერესდება.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში დეტალები ჩინეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ძია სიაო ფანგთან განიხილა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ჩინელი ტურისტების მოზიდვისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე, განიხილეს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და სპორტული და აქტიური ტურიზმის გლობალური ტრენდები.

ჩინეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოს რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა და „საპარტნიორო ფონდთან“ ამ მიმართულებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა გამოთქვა.

მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, ჩინელი სპეციალისტები სამედიციო ტურიზმის დარგში მომუშავე ქართველ კოლეგებს გადაამზადებენ და საერთაშორისო დონის კვალიფიკაციის მიღებაში დაეხმარებიან.

www.travelingeorgia.ge

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password