ძიება
დამატება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისვის მარკეტინგულ კამპანიას 14 ქვეყანაში განახორციელებს, რისთვისაც, ჯამში, 7.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ხოლო ინტერნეტ-რეკლამირებისთვის შერჩეული 8 პლატფორმიდან 4 რუსული ვებ-გვერდია. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული Google-ს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ქვეყნის ინტერნეტრეკლამირებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე წელია ახორციელებს, ხოლო …

Read more

კურორტ გოდერძის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. ამის შესახებ შპს „გოდერძი რიზორტის” ხელმძღვანელმა ზურა ჭურკვეიძემ „კომერსანტთან” საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, არსებული განაშენიანების გეგმის მიხედვით განხორციელდება მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. გარდა ამისა, დაგეგმილია 4 სეზონზე გათვლილი კურორტის მოწყობა. პირველ რიგში, წელს დაიწყება შიდა მოწყობითი გზის მშენებლობა, გამოცხადდება მშენებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერიც. ჭურკვეიძე იმედოვნებს, …

Read more

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე Hampton by Hilton 2019 წლის დასაწყისში გაიხსნება. პროექტს ბიზნესმენი დავით კოდუა ახორციელებს. მისი თქმით, მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია.  პროექტში 15 მილიონი ლარი ჩაიდება. 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო 130 ნომარიანი იქნება.  დავით კოდუას პროექტის განხორციელების იდეა უკვე რამდენიმე წელია. როგორც ბიზნესმენი აცხადებდა, თავდაპირველად მერიასთან პროექტზე შეთანხმების პროცედურები მიმდინარეობდა, შემდეგ კი სამშენებლო ნებართვის პროცედურებმა წაიღო დრო. …

Read more

სამეგრელოში მრავალმილიონიანი ახალი ტურისტული მარშრუტი „ტობას” განვითარება იწყება. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში „კომერსანტს” განუცხადეს, ტურისტული მარშუტი კურორტ მუხურიდან (ჩხოროწყუს რაიონი) დაიწყება. კონცეფციის მიხედვით იგეგმება ტობას მიმართულებით გზებისა და საბაგიროს მოწყობა. როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ დროისთვის მომზადებულია კონცეფცია, უახლოეს მომავალში კი შედგება ჯგუფი, რომელიც პროექტის დეტალურ შესწავლას და კალკულაციას მოახდენს. რა დაჯდება აღნიშნული ტურისტული …

Read more

თურქეთის სასამართლომ ქვეყანაში Booking.com-ის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც Associated Press–ი წერს, გადაწყვეტილების მიზეზი თურქეთის მთავარ ტურისტულ სააგენტოსთან Anadolu Agency-სთან მიმდინარე სასამართლო დავა გახდა.  თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის ადვოკატების განცხადებით, Booking.com-ი კონკურენციის ადგილობრივ კანონს არღვევდა. როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპზე საქმის განხილვა ისევ გრძელდება და Booking.com–ის სერვისზე წვდომა “უსაფრთხოების მიზნით” შეიზღუდა. თუმცა სასამართლო აკრძალვის მოხსნის თარიღს …

Read more

Reset Your Password