ძიება
დამატება

ღვინის მწარმოებელი კომპანია Sunwine ბაზარზე წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა და ის უმაღლესი ხარისხის ღვინოს უძველესი მეთოდებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს. მისი დამფუძნებელი ახალგაზრდა მეღვინე, 24 წლის ზურა მზექალაშვილია. ღვინის ქარხანა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარეობს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ელენე სხირტლაძემ განუცხადა, Sunwine-მა რამდენიმე სახის განვითარების ეტაპი გაიარა და ღვინის ბაზარზე ამჟამად თავს …

Read more

“სამცხე-ჯავახეთს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს და ჩვენი ვალია, ავითვისოთ ეს პოტენციალი“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას. ““ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, დაიწყო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომ თანდათან ჩვენი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ხალხმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი. ჩვენ, თქვენი მხარდაჭერით, …

Read more

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, 2017 წლის 28 მარტიდან, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი ეთქვა საქართველოს 242 მოქალაქეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.  შსს-ს ცნობით, ამ მონაცემებში შედიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც შენგენის ზონაში გასამგზავრებლად  პირდაპირი რეისით ისარგებლეს.  ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებს იტალიამ უთხრა, სადაც …

Read more

სასტუმრო „თორის“ ნაცვლად Park Inn by Radisson-ის მშენებლობა  გადაიდო. პროექტი სექტემბრის ნაცვლად, უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი  „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ეს დამოკიდებული იქნება ფორმალური ნაწილის მოგვარებაზე. კერძოდ, როგორც ჯანაშვილი განმარტავს, საპარტნიორო ფონდი   პროექტში პარტნიორია, შესაბამისად, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა  ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწერონ. „ზოგი საქართველოში არ იმყოფება და პროცესი ამის …

Read more

კახეთში რთველი დასასრულისკენ მიდის, რაჭაში კი ის, დაახლოებით 5 ოქტომბრიდან დაიწყება. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსავლის ხარისხი კარგია, თუმცა შარშანდელთან შედარებით ოდნავ შემცირებულია. ცნობილია, რომ წელს კიდევ უფრო გამკაცრდება  „ხვანჭკარას“ დაყენების წესი, ასევე კატეგორიულად აიკრძალება რაჭაში სხვა რეგიონიდან ყურძნის შეტანა და დამუშავება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, გაზაფხულის ყინვებისა და შემდეგ უკვე ზაფხულის …

Read more

საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი  პირველ სტუდენტებს სავარაუდოდ, მომავალი წლის თებერვალში მიიღებს. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ჯორჯია ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი  განათლების სამინისტროში ავტორიზაციას გადის. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის პრეზენტაცია მიმდინარე წლის  29 მაისს გაიმართა. ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის …

Read more

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო პორტალი Thrillist მკითხველს მოგზაურობას მსოფლიოს 20 პატარა ქალაქში ურჩევს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.  იტალიურ, ესპანურ, ბრაზილიურ, გერმანულ, ავსტრიულ, იაპონურ ქალაქებს შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდა მოხვდა. Thrillist -ის ჟურნალისტმა ბრიუს ნორსამმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. „არქიტექტურა და ბუნებრივი …

Read more

კახეთის აეროდრომით “მიმინო” ძირითადად უცხოელები სარგებლობენ. “საქმის კურსს”აეროდრომში, რომელიც ძირითადად სასწავლო დანიშნულებისაა, განუცხადეს, რომ მოთხოვნა უმეტეს შემთხვევაში საჰაერო ტურებზეა და იშვიათად მიფრინავენ დამკვეთები თელავიდან ბათუმში, მესტიაში ან სხვა აეროპორტებში.  “მიმინოში” აღნიშნავენ, რომ მუდმივი ფრენები თელავის აეროდრომიდან არ ხორციელდება და თუ ამ მიმართულებით დაინტერესება იქნება, ადმინისტრაცია შესაბამის ნაბიჯებს გადაგამს.  “ძირითადად დაკვეთები მაინც საჰაერო ტურებზეა, როდესაც ვიზიტორებს სურთ …

Read more

მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავები, საქართველოში, ბორჯომის ტყის აღდგენისთვის საქველმოქმედო მატჩს ითამაშებენ, რომელიც “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწუება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. თბილისს ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო …

Read more

ჰოლანდიელი სომელიები მიიჩნევენ, რომ ქართულ ღვინოს ჰოლანდიის ბაზარზე ექსპორტის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ჰოლანდიელი სომელიეეები საქართველოს სტუმრობდნენ და ღვინის კომპანიები თბილისში, ქვემო ქართლსა და კახეთში დაათვალიერეს. ჰოლანდიის წლის საუკეთესო სომელიეს, ნილს ვან ოვერმეიერის (Niels Van Overmeire) შეფასებით, ქართული ღვინის ექსპორტს ჰოლანდიის ბაზარზე რამდენიმე კომპანია უკვე აწარმოებს, თუმცა პოტენციალი უფრო დიდია. „ვფიქრობ, ქართულ ღვინოებს დიდი მომავალი აქვს. …

Read more

Reset Your Password