ძიება
დამატება

ფეისბუქი განაგრძობს ბაზარზე არსებული სერვისების შესრუტვას და ახლა უკვე, საჭმლის შეკვეთის ფუნქციას გვთავაზობს. მოხმარებელს საშუალება ექნება საკვები სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ ფეისბუქიდან შეუკვეთოს. სერვისი უკვე ჩაეშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში.  ​მას შემდეგ რაც სერვისი საქართველოშიც გააქტიურდება, ფეისბუქის მენიუში უნდა მოძებნოთ ღილაკი Order Food, აარჩიოთ სასურველი რესტორანი, საკვები და დააკლიკოთ ღილაკს Start Order. მითითებულ შეკვეთას ან ადგილზე მოგართმევენ …

Read more

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა N14–ში მდებარე სახელმწიფო ქონება 1 960 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით კომპანია სულ მცირე 120 ნომრიან სასტუმრო-კომპლექსს მოაწყობს რისთვისაც არანაკლებ 6 500 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.  პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში …

Read more

წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფი“ European Property Awards-მა ორ ნომინაციაში დააჯილდოვა  European Property Awards 2017-2018 დაჯილდოებაზე, რომელიც დარგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა რეგიონის მასშტაბით, კომპანია “ალიანს ჯგუფი” ორ კატეგორიაში დაჯილდოვდა: „მრავალფუნქციური არქიტექტურა“ და „მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა“, პროექტებისთვის Alliance Highline და Alliance Palace.  დაჯილდოვების ოფიციალური ღონისძიება 26 ოქტომბერს ლონდონში სასტუმრო Royal Lancaster-ში გაიმართა. კომპანიებს …

Read more

„2018 წლისთვის ვგეგმავთ ტურისტულ მარშრუტებს დავუმატოთ ნავენახევის მღვიმე, სადურგლიას მღვიმე, ასევე გეგმაში გვაქვს ყაზბეგის ეროვნული პარკის განვითარება“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტო რაჭის დაცული ტერიტორიის გამოცხადებაზეც მუშაობს.  როგორც ცნობილია, წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – 2017 …

Read more

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც გაზრდის ქალაქის მობილობას და მის შემოსასვლელებს ერთმანეთთან ეფექტიანად დააკავშირებს, მათ შორის, საუბარია მცხეთა – თბილისი – რუსთავი – გარდაბნის მიმართულებით საქალაქო რკინიგზის, ან ჩქაროსნული ტრამვაის გაყვანაზე. როგორც გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ “კვირას” …

Read more

Reset Your Password