ძიება
დამატება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ ბავშვებისა და უფროსებისთვის საახალწლო წვეულებას აწყობს. მუზუემის ცნობით, 29, 30 დეკემბერს 13:00-დან 15:00 საათამდე თოვლის პაპასთან ერთად, ბავშვებს უმასპინძლებენ ოჩოპინტრე, ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები და ოჩოფეხებზე შემდგარი აკრობატი. მოეწყობა ძველი ქართული თამაშობები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა სახალისო აქტივობები, რომლებშიც ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი. …

Read more

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia საქმიანობას აფასებს. TAV Georgia-ს გენერალური დირექტორი მეთე ერკალი კმაყოფილია აეროპორტის მიღწევებით. კომპანიის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ერკალი ამბობს, „ტავ საქართველო“ პირველი საერთაშორისო პროექტი იყო კომპანია TAV-ის ისტორიაში. მისივე ტქმით, პროექტმა რომ გაამართლა ბოლოდროინდელი სტატისტიკაც მეტყველებს, აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი და საჰაერო ხოლმალდის 5 ახალი სადგომი.   ტერმინალის ფართობი …

Read more

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გირჩების გამოფენა ტრადიციულად წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. გამოფენაზე წარდგენილი იყო გირჩების მრავალსახეობა, გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები. დამთვალიერებლებს ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდათ. www.travelingeorgia.ge

Read more

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ.ჩუკულში, უბან „ნაკიშერში“ მდებარე ონიანის კოშკსა და მაჩუბს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ონიანის კოშკი და მაჩუბი გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. მაჩუბი ორსართულიანია. პირველ სართულზე ბოსელი და საკუჭნაოა. დასავლეთის კედელში სათოფურის მაგვარი ღიობებია. სამხრეთ და დასავლეთ კედლის გაყოლებაზე 2 მეტრის სიგანეზე საქონლის დასაბმელი ხის თაღებიანი ბარიერია. მის წინ ბაგაა მოწყობილი. ბარიერი შემკულია …

Read more

შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. სამუშაოებს კომპანია RMG-ის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ა(ა)იპ ,,ფონდი ძველი შუამთა” განახორციელებს. შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ფონდი უზრუნველყოფს მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების განლაგების სქემისა და ცალკეული ობიექტების ანაზომების, ასევე გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების …

Read more

საქართველოში მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება. ფასები და მომსახურება მრავალფეროვანია და შესაბამისად, საფასო პოლიტიკაც წელიწადის სხვა დროებთან შედარებით გაზრდილი. წელს გუდაურის სასტუმროებში ფასები 250-ლარიდან 1 771 ლარამდე მერყეობს. ახალ წელს გამორჩეულად ხვდება გუდაურის სასტუმროებიც და საახალწლოდ სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას გუდაურში მდებარე მაღალი კლასის …

Read more

მელიქიშვილის გამზირზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა თებერვალში დაიწყება,— ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ განუცხადა.  მისი თქმით, კომპანია PP-მ სასტუმროს პროექტი დედაქალაქის მთავრობასთან უკვე შეათანხმა.  სასტუმროს მშენებლობა მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიის გვერდითაა დაგეგმილი. ამასთან, კომპანია PP უკვე შეხვდა Hilton-ის წარმომადგენლებს, მათგან რეკომენდაციები მიიღეს, როგორი უნდა იყოს სასტუმრო და შემდეგ დაიწყებენ მშენებლობას. „პროექტი დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებულია. რადგანაც უწყებაში ახალი ხელმძღვანელობაა, …

Read more

Reset Your Password