ძიება
დამატება

მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტებს – თეთნულდსა და ჰაწვალს ფრანგი ექსპერტები ეწვივნენ. მიზანი ზამთრის კურორტებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა იყო. შეფასდა სასრიალო გზების მომზადების ხარისხი და უსაფრთხოება, საბაგირო გზის ოპერირება. ოთხი დღის განმავლობაში, ცნობილი ფანგული კურორტის “ტინის“ ტექნიკურმა დირექტორმა სასწავლო შეხვედრები განახორციელა საბაგიროს სპეციალისტებისთვის. მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოხდა ევროპის კურორტებზე დამკვიდრებული საბაგიროების სწორი მართვის მეთოდების გაცნობა. შემუშავდა პროცედურები …

Read more

კრაკოვის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელნაწერების კონსერვაციისა და რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან.  ინსტიტუტის დირექტორატთან ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ პოლონეთში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას მიაღწია.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პოლონელ კოლეგებთან ერთად, ეროვნული არქივის სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაც ისტორიული ხელნაწერების რესტავრაციის …

Read more

ხაშურს გაზაფხულისთვის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ექნება. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.  ამ დროისთვის მიმდინარეობს გარე პერიმეტრის მოწყობა, რაც თავის მხრივ მოიცავს მინი საფეხბურთო სტადიონისა და  ჩოგბურთის მოედნის მშენებლობას. ასევე,  სკვერისა და  პარკინგის განთავსებას.  მოეწყობა საკალათბურთო/სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და …

Read more

სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველებისთვის GPS-ის მოხმარების წესებზე ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი სამთო-სათხილამურო კურორტების სამაშველო სამსახურის პერსონალისთვის „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია “გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდა. პროფესიულმა მაშველებმა შეიძინეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. მაშველებმა შეისწავლეს დაზიანებების დროს პირველადი (ექიმამდელი) და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; დაზარალებულის მდგომარეობის შეფასებისა და დახმარების ფორმის, ტრანსპორტირების …

Read more

“უმასპინძლე საქართველოში“ დახმარებით 38 სასტუმრო გაიხსნება და ქვეყანაში ტურისტებისთვის დამატებით 1174 ოთახი შეიქმნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ქვეყანაში ტურისტების რეკორდულ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად მიიჩნევს  სასტუმროების განვითარებასა და მათ გაფართოებას. ამბობს, რომ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და მომავალშიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროები შექმნიან 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს, …

Read more

თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე XVIII-XIX საუკუნეების ლალისყურის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ციხე ააგო კახეთის მეფე დავით II იმამ-ყული-ხანმა 1702-1722 წლებში. ვახუშტისთან იხსენიება, როგორც ლეკებთან ბრძოლის მთავარი საყრდენი. პლატონ იოსელიანის თქმით, ის თავად ჯარდან ჩოლოყაშვილს ეკუთვნოდა. მისივე თქმით, 1742 წ. ციხე მიწისძვრას დაუნგრევია. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ციხე ერეკლე მეორის ბრძანებით 50-იან წლებში აღუდგენიათ. მეცხრამეტე …

Read more

თბილისში Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კოსტავას ქუჩის N41-ში გაიხსნება. მისი მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. პროექტს საინვესტიციო კომპანია „გრანატ-ინვესტმენტი” განახორციელებს. „ჰილტონ თბილისის” მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია იქნება BBC, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს, რაც უმაღლესი სტანდარტების დაცვის გარანტი იქნება. ამ ეტაპზე, პროექტის თანახმად, 150 ახალი …

Read more

1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ელექტრონული სისტემის დანერგვით, როგორც სააგენტოში განმარტავენ, რომ გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები და მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში მისვლა. მეღვინე შეძლებს დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით შევსებას, გაკეთებს განაცხადს და სააგენტოში მხოლოდ სერტიფიკატის ასაღებად მოვა. ცვლილებები „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესში“ შედის და მისი მიზანი პროდუციის …

Read more

რაჭაში, სამონადირეო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და განვითარება იგეგმება. საპილოტე პროექტის განხორციელება ლუხუნის ხეობაშია დაგეგმილი. პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია FAO დააფინანსებს. ორგანიზაციამ საკითხები მხარის ადმინისტრაციასთან განიხილა. მხარეები მიიჩნევენ, რომ სამონადირეო მეურნეობის შექმნა ხელს შეუწყობს ცხოველთა სახეობების აღდგენას, მხარეში ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებას, მოსახლეობის დასაქმებას და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ლუხუნი ამბროლაურის რაიონშია.  ფოტო:  გიორგი დარჩიაშვილი www.travelingeorgia.ge

Read more

Reset Your Password