ძიება
დამატება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის პროექტში განაშენიანებისთვის სახიფადო ის ადგილებია დასახელებული, სადაც ამჟამად საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს.  „გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობის საჭიროებისთვის ასათვისებელი ფართობები თითქმის აღარ არის დარჩენილი, ქალაქის გაფართოება ხდება იმ არეალებში, რომლებიც ადრე საინჟინრო-გეოლოგიაში მიღებული ნორმებით ითვლებოდა მშენებლობისთვის მიუღებლად, ანდა უკიდურესად რთულად. ასეთებია ტექტონიკურად ძლიერ აშლილი და დიდი დახრილობის მამადავითის, ნუცუბიძის, იყალთოსა და …

Read more

“მარიოტის” მერვე სასტუმროს საქართველოში “ალიანს ჯგუფი” აშენებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი აკაკი სონგულია Property Georgia-სთან საუბარში აცხადებს, სასტუმრო “მარიოტი” “ალიანს ფრივილიჯის” 54-სართულიანი ცათამბჯენის პირველ 12 სართულს დაიკავებს, ზედა სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.  “მულტიფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”, “ალიანს ჯგუფისთვის” დამახასიათებელი ექსკლუზიური არქიტექტურით იქნება გამორჩეული,” – ამბობს სონგულია.  “ალიანს ჯგუფსა” და სასტუმროების მსოფლიო ლიდერ …

Read more

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში განთავსებული საინფორმაციო დაფა რამდენიმე დღის წინ დააზიანეს. საინფორმაციო დაფაზე ჩამოხეულია ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული ტექსტი სოფელ პერევისაზე, აგრეთვე კარსტული მღვიმე წილთო 3 -ის შესახენ არსებული ინფორმაცია და სქემა. კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას. კარსტული მღვიმეები შესაძლოა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.  “სოფელ …

Read more

„ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ „თანადაფინანსების გრანტების პროგრამას” ვიწყებთ, რომლის ჯამური მოცულობაა 2 მლნ ლარი. ეს თანხა, როგორც გრანტი, გამარჯვებულ სტარტაპერებს გადაეცემათ. თუმცა მთლიანი თანხა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო ბანკთან ერთად დახარჯავს, ჯამში 2,8 მლნ ლარს გადააჭარბებს,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგრანტო პროგრამის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციაზე, რომელიც ტექნოპარკში …

Read more

არაბული ავიაკომპანია Etihad Airways-ი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს ამ დრომდე მხოლოდ ტვირთების გადაზიდვითაა დაკავებული. თუმცა Etihad Airways-ის მომსახურება ქართველ მგზავრებსაც შეუძლიათ Qatar Airways-თან გაფორმებული ზიარი კოდის ხელშეკრულებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, Etihad Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ჩარტერული რეისებით, 2017 წელს 2 მლნ 506 ათას 859კგ. გადაზიდა, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ანუ …

Read more

ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა Archaeology საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლისმსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა.  “ადრეულ ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ესაა ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი უძველესი ღვინისნაშთი. თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, წარმოადგენს ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითადბიოლოგიურ მარკერს. ეს ნიშნავს, რომ ამ …

Read more

სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa-ს მართვაში ესპანური კომპანია შედის. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროს მფლობელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამექსკლუზიურად განუცხადა, მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კონკურენციის ზრდით არის განპირობებული. კონკრეტულად რომელი კომპანია შევა Georgia Palace-ის მართვაში, ჭყონია ჯერჯერობით არ ახმაურებს. „ქობულეთის სასტუმროში ცნობილი ესპანური კომპანია მართვაში შემოგვყავს. მენეჯმენტის ცვლილება და მთლიანად სხვა კომპანიისთვის მართვაში გადაცემა შეკვეთილში ახალი სასტუმრო Paragraph-ის …

Read more

რუსული „ლოუ-კოსტერი“ Pobeda Airlines-იდონის როსტოვიდან ბათუმის მიმართულებით რეისების განხორციელებას გეგმავს. როგორც რუსული მედია წერს, ავიაკომპანია Pobeda Platov International Airport-ის აეროპორტიდან ფრენების განხორციელებას 26 მაისიდან შეუდგება. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით Pobeda Airlines-მა პლატოვიდანბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელების თაობაზე „როსავიაციას“ უკვე მიმართა და ამ დროისათვის შესაბამის ნებართვას ელოდება. თუ რა დღეებში შესრულება რეისები ცნობილი არ არის, თუმცა ავიაკომპანიის მიერ უკვე გაწერილი გეგმის …

Read more

თელავში, რუსთაველის ქუჩა #4-ში ორსართულიანი სახლი დგას. სახლი გამორჩეულია იმით, რომ მის პირველ სართულზე რესტორანია განთავსებული. როგორც აღმოჩნდა, mala’s garden-ი ორმა მეგობარმა დააფუძნა და დროთა განმავლობაში სახლის ორივე სართული, როგორც კვების ობიექტი ათვისებული იქნება. 2016 წელს დაფუძნებულ რესტორანში ოჯახური გარემოა და მისი თანამშრომლები სხვადასხვა სახის ფუნქციებს ითავსებენ. რესტორანს სახელწოდება მისი დამფუძნებლის გოგიტა მაჭავარიანის ზედმეტსახელიდან გამომდინარე …

Read more

Reset Your Password