ძიება
დამატება

კომპანია Alliance Group-ი ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის Alliance Palace-ს გასახსნელად ემზადება და წყალმომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოები უკვე აქტიურად დაიწყო. 41 სართული, გამორჩეული, ექსკლუზიური არქიტექტურა და დიზაინი, ხედით ზღვასა და მთაზე – სწორედ ასეთი იქნება Alliance Palace -ის ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც დიდ სასტუმრო კომპლექსს მოიცავს. Alliance Group-ში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან პარტნიორების შერჩევის საკითხს, რამდენადაც …

Read more

კომპანიამ „სამეფო თაფლი“ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა. როგორც კომპანიის Facebook გვერდზე არის მითითებული მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა სამეფო თაფლის და ნიგვზეულის უგემრიელესი ნაკრებები კარფურის ქსელსა და ნიკორას დიდ მარკეტებში შეიძინოს. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტი ჯანსაღია, ვიტამინების ნამდვილი საბადო და ენერგიის წყაროა. კომპანია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის სულისჩამდგმელი აგრარული უნივერსიტეტის მეორე კურსის …

Read more

მთაწმინდის პარკი სააღდგომო გამოფენაზე გეპატიჟებათ. გამოფენა პარკში აღდგომამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება. გამოფენის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს განსხვავებული სააღდგომო ნივთები და ფასდაკლებული პროდუქცია.  ამავდროულად მთაწმინდის პარკის სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა განტვირთონ, პატარებს შეუძლიათ ატრაქციონებსა და სხვა გასართოებებზე იმხიარულონ. მთაწმინდის პარკს შეთავაზება ყველა ასაკის ადამიანისთვის აქვს, მით უმეტეს, რომ პარკის …

Read more

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტმა იაპონელ ბიზნესმენებს უმაპინძლეს. ისინი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და საინვესტიციო გარემოს გაეცნენ. მხარეებს შორის შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ფონდის მანდატის, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია და საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი …

Read more

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია მასზე მომუშავე ჯგუფმა გამართა. ამჯერად იმ ძირითად ცვლილებებზე ისაუბრეს, რომელთან დაკავშირებითაც, გარკვეული შენიშვნები არსებობს. კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა დარგის ექსპერტებისა და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შესრულებადი და ხარისხიანი დოკუმენტის მისაღებად, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. „კარგია, რომ დღევანდელი განხილვა პოლიტიკური …

Read more

თამარ ბალაძე 34 წლისაა. ის ქალაქიდან სოფელ გეგელიძეებში დაბრუნდა და მცირე მეწარმეობაც დაიწყო. ბიზნესს ყოველწლიურად აფართოებს. ამჟამად, ღვინის მარანის მოწყობის პროცესშია. სახელმწიფო პროგრამებით “აწარმოე საქართველოში” და ENPARD-ის ფარგლებში, ყვავილების სასათბურე გახსნა და გასულ წელს ჟოლოს ბიზნესიც წამოიწყო. თამარი 11 წლის შვილს მარტო ზრდის, თუმცაამბობს, რომ ბარიერები არ აშინებს და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. ყველაფერთან ერთად თამარი …

Read more

ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ IMDB-ის ტოპ 250 ფილმში მოხვდა ქართული ფილმი „მანდარინები“ ფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზის (IMDB) საუკეთესო ფილმების რეიტინგშია. ზაზა ურუშაძის ფილმი რეიტინგში 243-ე ადგილზე მოხვდა. ბოლო მონაცემებით, ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები,“ 27 100-ზე მეტმა მომხმარებელმა შეაფასა. ფილმის საშუალო მაჩვენებელი 8.3 ქულით განისაზღვრა.

Read more

დახვეწილი დიზაინი, მაღალი ხარისხის მომსახურება, ხელმისაწვდომი ფასი, სასტუმროს არაორდინალური ნომრები – ეს MOXY,  Marriott International – ის ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი, ექსცენტრიული, ინოვაციური, ბუტიკის კონცეფციის სასტუმრო მიქსია, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. MOXY ულტრათანამედროვე და ინოვაციური ბრენდია, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირება  საქართველოთი დაიწყო. „MOXY ორიენტირებულია თანამედროვე მოგზაურებზე, რომლებიც  არჩევანს ენერგიულ ექსცენტრიულ ბრენდებზე აკეთებენ. მოგზაურებს ჩვენ ვთავაზობთ კომფორტს და ეს …

Read more

ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანია ფრენებს თბილისიდან თელ-ავივის, მოსკოვის, სამარას, სანქტ-პეტერბურგის, ჟუკოვსკის მიმართულებით განახორციელებს, ნებართვის მისაღებად კომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, კომპანიის ამ 5 მიმართულებით საჰაერო ხაზებზე რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე განაცხადი სააგენტოში 27 მარტს შევიდა. „საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2012 წლის …

Read more

მთავრობა წელს საქართველოში 8 მლნ ტურისტს ელოდება. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 7,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და დარწმუნებულია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. „ტურიზმი, ნამდვილად, გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად.  2018 წელი დასრულდება რიცხვით, რომელიც 8 მლნ-ს გადააჭარბებს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა. ტურიზმის გზით საქართველოში 2017 წლის …

Read more

Reset Your Password