ძიება
დამატება

მსოფლიოს ყველა კუთხეში, 4 წელიწადში ერთხელ, ფეხბურთის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენასთან დაკავშირებით,  საფეხბურთო სამყარო ერთიანდება. საყვარელ გუნდს ზოგი ტელეეკრანებთან, ზოგი სტადიონიდან, ზოგიც კი, უბრალოდ პაბში ან რესტორანში, მეგობრებთან ერთად გულშემატკივრობს. სწორედ მათთვის, ვისაც არ სურს ამ მნიშვნელოვან მოვლენას სახლში უყუროს და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას ახერხებს, რესტორან „ვეფხი და მოყმე”-ს სპეციალური შეთავაზებები აქვს, რაზეც დეტალურად …

Read more

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურება 4-წლიანია, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 50 მლნ ლარი. მომსახურება გულისხმობს საქართველოს აეროპორტებს შორის, მესტია-ქუთაისი-მესტია, ნატახტარი-მესტია-ნატახტარი,  ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას. 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი. სატენდერო …

Read more

„გურამიშვილის მარანი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს „აისვაინს“ გამოიტანს. კომპანიაში ამბობენ, რომ „აისვაინი“ უგემრიელესი და ყველაზე განსაკუთრებული ხაზია.  „გურამიშვილის მარანმა“ „აისვაინი“ განსაკუთრებულად შეზღუდული რაოდენობით ჩამოისხა. კომპანიამ განმარტავე, რომ „აისვაინი“ ლუქს კლასის ღვინოა. მისი წარმოების მთავარი სირთულე ღვინის დაყენების სპეციფიკური ტექნოლოგიაა – “აისვანი” ვაზზე შეყინული ყურძნისაგან იწურება, რომლის მარცვალებსაც იანვარში კრეფენ, როცა ტემპერატურა -8°C -მდე ეცემა. „გურამიშვილი მარანი“ …

Read more

ღვინის ბრიტანელი მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელი სარა ებოტი ღვინის პროფესიონალების ჯგუფთან ერთად  საქართველოს სტუმრობს. ტურის ფარგლებში ღვინის პროფესიონალები – სომელიეები, რესტორატორები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს, სადაც დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ღვინო და გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. სარა ებოტის ინფორმაციით, ბრიტანეთში ქართულ ღვინოზე ინტერესი …

Read more

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ  საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა. წიგნი „GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection’’ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა. მასზე  ისტორიკოსმა ნიკოლოზ ალექსიძემ იმუშავა და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. „GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection’’ ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექცია შეიცავს წლების …

Read more

კახეთში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და თბილისის აეროპორტის ოპერატორ კომპანია “TAV Georgia”-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც Knews.ge-სთან კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, TAV Georgia-სთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საუბარი ინვესტორთან გაგრძელდება. მშენებლობის ლოკაციებად კვლავ თელავში არსებული სასწავლო აეროდრომი, ე.წ აეროპორტი „მიმინო“ და წნორში არსებული ძველი აეროდრომი განიხილება.  “TAV Georgia-სთან გაფორმებული ხელშეკრულება 2021 წლამდე …

Read more

ბათუმის საკრებულომ ბათუმის ადმინიტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 ავტოსატრანსპორტო საშუალებებით/მიკროავტობუსი) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის წესი განიხილა. პროექტის მიზანია M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკურსის საფუძველზე ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევა. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, კონკურსი იმ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდება, რომლებიც საკრებულომჯერ კიდევ მაისის ბოლოს დაამტკიცა. ქალაქში დღიურად მოძრავი 450-მდე მიკროავტობუსი, ოპტიმიზაციის შედეგად, 250-მდე შემცირდება, რის …

Read more

ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი 2019 წლის ივნისიდან ვიზიტორებს მიიღებს. ბაღის რეაბილიტაცია წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ბაღის ტერიტორიაზე არსებული, მათ შორის ისტორიული, შენობების და ღობის რეაბილიტაცია. მოეწყობა სასეირნო ბილიკები, საზოგადოებრივი თავშეყრისა და დასვენებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა; დაგეგმილია ასევე წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო, სადრენაჟე სისტემების გამართვა. მოეწყობა ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობა; ასევე იგეგმება ძველი …

Read more

საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით  დამატებითი მატარებლები დანიშნა. 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10:30 საათზე გავა და ბათუმში 15:30 საათზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი-თბილისი, ბათუმიდან 17:10 საათზე გამოვა,  თბილისში 22:03 საათზე იქნება. 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 06:30 …

Read more

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აღსაზრდელებისთვის ახალ შემეცნებით პროექტებს – “დამწერლობა ქართული” და „მოხატული კერამიკა“ -ს ახორციელებს. პროგრამის პრეზენტაციას სააგენტოს სპეციალისტები ქვემო ქართლის 3 მუნიციპალური ერთეულის ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის განახორციელებენ. ამჯერად 3-დღიან საგანმანათლებლო-შემეცნებით კურსს ბოლნისის, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსწავლეები გადიან. ქვემო ქართლში შემეცნებითი პროექტების პრეზენტირების ინიციატივა …

Read more

Reset Your Password