ძიება
დამატება

31 ივლისს, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება „ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“ „მეღვინეობა ხარებას“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სპორტის ჟურნალისტებისა და მწერლების საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა. საჭადრაკო ტურნირი ნონა გაფრინდაშვილსა და ზურაბ აზმაიფარაშვილს შორის შეჯიბრით დაიწყო. მეტოქეებმა არაორდინალურ დაფაზე, სხვადასხვა ზომის ღვინის ჭიქებით ითამაშეს. თითოეულ ჭიქას შესაბამისი საჭადრაკო ფიგურის …

Read more

თბილისი (BPI) – თბილისში დღეიდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება. პირველ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება სავალდებულო იქნება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის. ნებართვის მაძიებლები მარტივად, სპეციალური ვებგვერდის www.taxi.tbilisi.gov.ge საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში …

Read more

იმერეთში საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გაიხსნა. ბილიკი 5 საბანაკე ადგილს და გადასახედ მოედნებს მოიცავს. გელათის მონასტერი– ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი საფეხმავლო ტურისტული ბილიკის სიგრძე 24,4 კმ-ია. ბილიკი 13 კილომეტრია ცუცხვათამდე, სადაც დაბინავება კარვებშია შესაძლებელი, მარშრუტი ახალსოფლის წყალსაცავთან სრულდება. „იმერეთსაქვს ტურისტული პოტენციალი და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის …

Read more

“თელიანი ველმა” ბაზარზე ღვინოები ახალი შეფუთვით გამოიტანა. ღვინის შეფუთვა ფიროსმანის საიუბილეო წელს ეძღვნება. კომპანიის ცნობით, შეფუთვა სასაჩუქრეა. თავად ღვინის ბოთლზე დატანილია წარწერა “ფიროსმანი”. ეტიკეტზე მითითებულია: ნიკო ფიროსმანი (1862 – 1918), ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი, ხატვის მიამიტური, ბავშური სიმარტივით და ტექნიკით გამოირჩეოდა. ტექნიკით, რომელიც თვითნასწავლმა მხატვარმა თავად გამოიგონა და რომლითაც დიდი აღიარება მოიპოვა. წელს ცნობილი მხატვრის გადაცვალებიდან …

Read more

ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტით 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია არის დაინტერესებული. საავტომობილო  გზების დეპარტამენტში კომპანიების წარმომადგენლებთან წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა. კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტის ავტორი ესპანური კომპანია IDOM-ის  სპეციალისტებისგან. პროექტის მიხედვით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი – კობის მონაკვეთზე, 23 კილომეტრიანი გზის და მათ შორის 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება.  სამშენებლო სამუშაოების …

Read more

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ტურიზმის ელჩის პროექტის განხორციელება დაანონსა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია. მისი თქმით, ტურიზმის ელჩები სამიზნე ქვეყნებში იქნებიან წარმოდგენილნი და რეგიონს მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში დაეხმარებიან. პროექტის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ეს იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც როგორც რიჟვაძე ამბობს, …

Read more

რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM -ი ბუქარესტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს, 1-ელი აგვისტოს ნაცვლად, 2 სექტემბრიდან დაიწყებს. ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაბილეთის ფასი (ერთი გზა) 151 ევროდან ეღირება, ფრენები Airbus A318-ით შესრულდება. საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი რეგულარულ ავიარეისებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს. …

Read more

ხულოს მინიციპალიტეტის, სოფელ ქვედა თხინვალაში მდებარე ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. თხილვანის ეკლესია სამგუმბათიანი ბაზილიკაა. ნანგრევები მოქცეულია ქვა-ღორღის უზარმაზარი ხელოვნური ბორცვის ქვეშ და მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება. ეკლესია გეგმაში სწორკუთხაა და დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდათი. შესასვლელი იკითხება სამხრეთ და დასავლეთ მხრიდან. ეკლესიის ცენტრალური ნაწილი გადახურული უნდა ყოფილიყო ორფერდა, ხოლო გვერდითი ნაწილები ცალქანობიანი საბურავით. კულტურული …

Read more

აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს შემოდგომაზე, 3-8 სექტემბერს უმასპინძლებს. რეგიონში უცხოელი და ქართველი ორნითოლოგებსა და მოხალისეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ელიან. სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა და გიდების თანხლებით მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები. ფესტივალს …

Read more

ქობულეთის საკრებულომ აკუსტიკური ხმაურის ნორმებისა და სპეციალური ზონების განსაზღვრის შესახებ განკარგულება მიიღო. განკარგულების თანახმად, თამარ მეფის სანაპიროსა და მის მიმდებარე ზონაში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ დასავლეთ ზონაში, აღმაშენებლის გამზირის დასავლეთ ზონაში, დაბა ჩაქვში ცენტრალური გზის დასავლეთ ზონაში და ყველა ტიპის საკვებ-გასართობ დაწესებულელებაში, რომლებიც განთვსებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ შენობებში ან მათ სიახლოვეს აკუსტიკური ხმაური დილის …

Read more

Reset Your Password