ძიება
დამატება

როშკა-არხოტის საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მთლიანად გაიჭრა 28 კილომეტრიანი გზა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს  გადაადგილება შეუძლიათ. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, საავტომობილო გზების წარმომადგენელთან და საპროექტო ორგანიზაციასთან ერთად, გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, ადგილზე განიხილეს ის სირთულეები, რომლებიც მშენებლობის პროცესში გამოვლინდა. სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. …

Read more

საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების თაობაზე კანონმდებლობაში ცვლილებები შევა. პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარების თაობაზე თბილისის მერმა მიმართა. კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიესალმება და არაფერი აქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოშჩამოსვლასთან დაკავშირებით და აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა ან მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებთან. „პარლამენტში ცვლილებები უკვე განიხილეს და მინდა პარლამენტარებს …

Read more

2017 წელს საქართველოში სასტუმროებმა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებმა 3,4 მლნ-მდე სტუმარს უმასპინძლეს. “საქსტატის” მონაცემებით, ქვეყანაში 2017 წელს სულ 1595 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა 67 000 ადგილით. ნომრების საერთო რაოდენობა 30.7 ათასით განისაზღვრა, საიდანაც 9.9% ლუქსია, 13.1%– ერთადგილიანი, 57.2% – ორადგილიანი, 19.8% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია. 2017 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და …

Read more

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ორივე ქვეყანაში შესვლა მარტივდება. ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეს უკვე შესაძლებელი იქნება ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით. საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი …

Read more

საქართველოს საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით მთავრობა დაფინანსებას ზრდის. მთავრობის განკარგულებით უკვე გამოიყო დამატებითი დაფინანსებაც. მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა, რისთვისაც 5 000 000 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მოწყობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; რეაბილიტირდება დაბა ბაკურიანში ცენტრალური, წრიული საფეხმავლო ბილიკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო …

Read more

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და ტყის სახანძრო სპეცმანქანები. ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ. ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობა. www.travelingeorgia.ge  

Read more

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში სასტუმრო აშენდება. ამ მიზნით მთავრობა ციხისძირში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 3303 კვ.მ ფართს აუქციონზე ყიდის. ფართის საწყისი ფასი 370 000 ლარია. სასტუმრო პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აშენდება.  პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების …

Read more

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ბზიანას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეკლესია ადგილობრივი ხელოსნების მიერ არის აგებული, რაც ვლინდება კიდეც შენობის არქიტექტურულ ფორმებსა (დამოკლებული პროპორციები, არასწორი მოხაზულობის ნალისებრი აფსიდა, დაბრტყელებული კონქი) და მშენებლობის ტექნიკაში და ინდივიდუალურ მახასიათებელ იერს სძენს ნაგებობას. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით …

Read more

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 13 ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები ეწვივნენ. პრესტურის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული პოტენციალის შესახებ 13 სატელევიზიო სიუჟეტი და 20-ზე მეტი სტატია მომზადდება. უცხოელი ჟურნალისტები ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ დაესწრნენ. SOHO BATUMI-ში გაიმართა გალა კონცერტი, სადაც ფესტივალის ფინალისტები დააჯილდოეს. საერთაშორისო მედია საშუალებების 40 წარმომადგენელმა …

Read more

Reset Your Password