ძიება
დამატება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-ს მხარდაჭერით საქართველოში მოქმედი ჯომარდობისა და კანიონინგის კლუბების 30 გიდისა და ინსტრუქტორისათვის სემინარი გაიმართა. ტრენინგის თემა ექსტრემალური ტურიზმი, სტანდარტები, უსაფრთხოება და მარკეტინგი იყო. სემინარი ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციისა (IRF) და საერთაშორისო სამაშველო ტრენინგ ცენტრის (Rescue 3 Europe) ინსტრუქტორმა მარკ ჰირსტმა ჩაატარა.  სემინარს წინ უძღოდა ინტენსიური გადამზადების …

Read more

1 ოქტომბრიდან რესტორან „საბატონიში“ მომხმარებლები მომსახურების საფასურის გადახდას ქართული კრიპტოვალუტით AISI Coin-ითაც შეძლებენ. „ეს უპრეცედენტო ფაქტია. პირველად საქართველოში რამდენიმე იურიდიულმა პირმა გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტის, კონკრეტულად კი, „აისი კოინის“ მიღება გადაწყვიტა. პირველი მათგანი რესტორანი „საბატონი“ აღმოჩნდა, რომლის ადმინისტრაციამ სერიოზული და ვფიქრობ, მათთვის და მათი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ სარგებლიანი ნაბიჯი გადადგა. დაინტერესება კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ გამოთქვა”, – …

Read more

ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია 3,233 მლნ ლარი დაჯდა. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს გულისხმობს. ამ დროისთვის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. „ბოლო ეტაპი კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება – ტროტუარი, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათებები მოეწყობა. აღნიშნული გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ახლა კი, ქალაქში ერთ-ერთი …

Read more

საქართველოს სამკურნალო კურორტებითა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალით ჩინური მხარე ინტერესდება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში დეტალები ჩინეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ძია სიაო ფანგთან განიხილა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ჩინელი ტურისტების მოზიდვისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე, განიხილეს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და სპორტული და აქტიური ტურიზმის გლობალური ტრენდები. ჩინეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა …

Read more

რაჭის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. 30 სექტემბრის მდგომარეობით, რაჭაში 155 ტონა მუჯურეთული და ალექსანდროული დაიკრიფა. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რაჭაში რთველი ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც კახეთის რეგიონში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 18 ღვინის მწარმოებელი კომპანია 8 ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. ასლანიშვილის თქმით, ოთხი მიმღები პუნქტი გახსნილია ამბოლაურში, ორი სოფელ ხვანჭკარაში და …

Read more

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხიდზე მიმდინარე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა. გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რუსეთის ფედერაციის საზღვარისკენ. ხიდზე მიმდინარე გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები 21 სექტემბრიდან მიმდინარეობდა და ავტოტრასნპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდებოდა. www.travelingeorgia.ge

Read more

ტაქსის მძღოლებისთვის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა და უნებართვო ტაქსები მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებენ. დღეიდან ასევე სავალდებულოა ავტომანქანაზე ტაქსის მანიშნებლის განთავსება. ნებართვის გავლა ფიზიკურ პირებს ელექტრონული ფორმით განცხადების შევსებით შეეძლოთ, გარდა ამისა, ტაქსების რეგისტრაცია შესაძლებელი იყო იუსტიციის სახლშიც. ტაქსების რეგისტრაციისთვის გამოყოფილ საიტზე 10 000-მდე ტაქსის მძღოლი დარეგისტრირდა, თუმცა თბილისში გაცილებით მეტი ტაქია რეგისტრირებულია, რამდენადაც ტაქსის მძროლებს შესაძლებლობა …

Read more

სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობაზე საუბრობს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განხცადებაში ნათქვამია, რომ მოსავალმა და შემოსავლებმა 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სტატისტიკური მონაცემებით, გადამუშავებულია 180 ათასამდე ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა რთველის დაწყებიდან დღემდე კი 245 მლნ ლარს მიაღწია. www.travelingeorgia.ge

Read more

იდეა საინტერესო, მიზანი კიდევ უფრო დიდებული – დავტვირთოთ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები კულტურული აქტივობებით. გადაწყვეტილების მიღება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არ დაუგვიანია და მისი პარტნიორობითა და დაფინანსებით უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის ტერიტორიაზე ქართულ-გერმანნული მუსიკალური თეატრის საპრემიერო ჩვენებები დაიწყო. თეატრალური წარმოდგენები მაყვლოვანის თეატრონის სცენაზე სააგენტოს საზოგადოებრივი კლუბის „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ეგიდით წარიმართა. სპექტაკლ „პრობლემური ვახტანგური“-ს პრემიერები უფლისციხეში …

Read more

Reset Your Password