ძიება
დამატება

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის სარეაბილიტაციო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის „ქართუს“ ფინანსური თანადგომით, სრულდება. პროექტის დამასრულებელი ეტაპი სოფლის ზედა უბნის სრულ რეაბილიტაციასა და ციხე-სოფლის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებს. ავთენტურ იერსახეს სრულფასოვნად დაიბრუნებს ზედა ტერასის ყველა ციხე-კოშკი და მათი კონსტრუქციული ელემენტები. …

Read more

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში წლების განმავლობაში ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, მალე ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა. უძრავი ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე მაღალი კონკურენციის პირობებში 220 ბიჯით 372 000 ლარად გაყიდა.  აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო – კომპლექსს მოაწყობს. …

Read more

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ხვანჭკარის მიკროზონაში ყურძნის გადამამუშავებელი კიდევ ერთი ახალი საწარმო შენდება. კომპანია „შატრო ველი“ თანამედროვე სტანდარტების ქარხანას სოფელ სადმელში აშენებს. სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე დანადგარებით, ლაბორატორიით და ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით. წარმოებული პროდუქცია სასაქონლო სახეს ადგილზე მიიღებს. პირველ ეტაპზე იგეგმება ორი სახის ღვინის – „ხვანჭკარას“ და „ოჯალეშის“ ჩამოსხმა. კომპანია წლევანდელ რთველზე ადგილობრივი …

Read more

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 687 177 ლარი შეადგინა. დასრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა. სოფელში მდინარე ღარულაზე ასევე მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი, მშენებლობა 59 000 ლარი დაჯდა. პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების …

Read more

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება არსებული გზის გაფართოება, სანიაღვრე არხებისა და ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. სამშენებლო სამუშაოებს 18,494 მლნ ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. www.travelingeorgia.ge  

Read more

Reset Your Password