ძიება
დამატება

საქართველოს ხელისუფლება ტრანზიტული ავიარეისების სტიმულირებას იწყებს. საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების მორიგი აკრძალვის შემდეგ მთავრობა ავიაკომპანიებისთვის 600 ათას ევროს გამოყოფს რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიების გაზრდილი ხარჯების ნაწილს მთავრობა ფარავს – თითო მგზავრზე არაუმეტეს 90 ევროსი. დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა და დოკუმენტის მიხედვით ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ტრანზიტულ რეგულარულ ფრენებს …

Read more

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე კარავი გაშალეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.მისი თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განმარტავენ, რომ კარავი, რომელიც ადგილზე მოაწყვეს, დროებითია. „დროებითი კარავია გაშლილი. ინცინდენტის შემდგომ ასე იძახიან, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და დასტაბილურების შემდეგ ჩვენ აქედან გავალთო“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.მისი თქმით ამ ეტაპზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია, …

Read more

„Radisson-მა  Radisson RED-ის ადგილმონაცვლეობაზე უარი თქვა“-ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოში პროექტის პარტნიორი კომპანია Commerce Group-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა დავით კოდუამ Radisson RED-ის მშენებლობასთან დაკავშირებულ სიახლეებზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც ცნობილია, მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის Radisson RED-ის საქართველოში შემოყვანას კომპანია Commerce Group-ის დამფუძნებელი დიდი ხანია ცდილობს. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა სამეზობლოსთან დავისა და მერიის მიერ სასტუმროს …

Read more

კოპენჰაგენში მცხოვრები ქართველები საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ პოზიტიურ გამოცდილებას უზიარებენ. კერძოდ,მათ საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოამზადეს ვიდეო-რგოლი, სადაც ჩაწერეს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების შთაბეჭდილებები რომელბიც ბოლო წლების განმავლობაში დანიიდან საქართველოს სტუმრობდნენ. კლიპი მიზანად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას. ,,ჩვენი დიდი სურვილი იყო მცირე წვლილი შეგვეტანა ქვეყნის ტურისტული …

Read more

აირჩიე ბათუმი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება შენი შემდეგი მოგზაურობისთვის, – მსგავს მოწოდებას WizzAir-ის 2.5 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღებს.ბათუმში დასვენების მოწოდებით დაბრენდილ ჩასხდომის ბარათებს ავიაკომპანიის მგზავრები ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებებზე გაეცნობიან. Wizz Air-ის მგზავრები, რომლებიც ამ ქვეყნებიდან ან მათი მიმართულებით ბილეთს ერთი თვის განმავლობაში შეიძენს ბათუმის რეკლამას ელექტრონულ ფოსტაზეც …

Read more

„საქართველო ყველას ფიქრებშია ვირუსული ფეისბუქჯგუფის წყალობით“ – ამ სათაურით მოგზაური ჟურნალისტი ბრეანა უილსონი „ფორბსზე“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.„საქართველოზე ეს ჩემი პირველი სასიყვარულო წერილი არ არის. გასულ წელს თბილისი ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად დავასახელე მსოფლიოში“, – ვკითხულობთ სტატიის პირველსავე აბზაცში. ბრეანა უილსონი მკითხველს თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, შექმნილ ჯგუფზე – Spend Your …

Read more

2019 წელს, ნადირობის სეზონი ერთი კვირით უფრო გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს დაიწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მიიღო. სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, სამეცნიერო წრეებთან ერთად, გადამფრენი ფრინველების ზრდა-განვითარების ციკლის გაანალიზების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია, ნადირობის სეზონის გახსნის გონივრულ თარიღად აგვისტოს …

Read more

ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპლექსზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ვითარების კომპლექსურ გადაწყვეტამდე, რაც მომდევნო წლიდან ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტის წარმართვას ითვალისწინებს, პრევენციულ გადაწყვეტილებებს სააგენტო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, …

Read more

სასტუმროების ქსელებმა Holiday Inn და Crowne Plaza-მ პირობა დადეს, რომ საკუთარი ქსელიდან, რომელიც 843 000 ოთახს მოიცავს, ჰიგიენის საშუალებებისთვის განკუთვნილ მცირე ზომის პლასტიკის ბოთლებს 2021 წლისთვის ამოიღებენ.   ეს ნაბიჯი სასტუმროების საკუთრების მესამედ ნაწილში უკვე გადაიდგა. ცვლილება ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებების ამოღებას და ჩანაცვლებას გულისხმობს.   გასულ წელს, საუზმეზე პლასტიკის ჭურჭლის გამოყენების შეზღუდვის საკითხზეც იყო საუბარი. …

Read more

ექსტრემის მოყვარულებისთვის თბილისში ახალი ატრაქციონი „ზიპ-ლაინი ვაკე“ მოეწყო. მათ ვისაც სიმაღლის და სიჩქარის შიში არ აქვთ, პირველი აგვისტოდან კუს ტბაზე ელოდებიან. სწორედ კუს ტბის მიმდებარედ მოეწყო ” ზიპ-ლაინის სასტარტო სადგური,  ფინიში კი ვაკის პარკის შესასვლელთან იქნება. როგორც კომპანია „zipin vake“ს დირექტორი  გიორგი მერკვილაძე აცხადებს, სტარტი და ფინიში ერთმანეთთან დაკავშირებული სპეციალური მაღალი ხარისხის ტროსებით მოხდება, რაზეც …

Read more

Reset Your Password