ძიება
დამატება

ყვარელში ილიას ტბასთან 72 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა სექტემბერში დაიწყება. 2018 წელს პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში ილიას  ტბის  მიმდებარე ტერიტორიაზე  29 962  კვ.მ უძრავი ქონება სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 152 000 ლარად  კომპანიას „ღვინის გზა 2017“ მიჰყიდა. სასტუმროს პროექტი დასრულებულია და მიმდიანრეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან განხილვისა და ნებართვის მოპოვების პროცესი. როგორც კომპანია „ღვინის გზა 2017“-ის დამფუძნებელი …

Read more

 “რას ნიშნავს აგვისტოს თვეში დასვენება საქართველოში“ – წრეს სოციალურ ქსელში ლევან ჯავახიშვილი, რომელიც  კამპანია Spend your summer in Georgia (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) შეურთდა , სხვადასხვა რეგიონს ესტურმა და პოსტით მომავალ დამსვენებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ყველა მეც შევუერთდი იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული მიზეზების გამო ამ ზაფხულს უარი ვთქვი ევროპა-აზია -ზე …

Read more

კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში ქარვისფერი ღვინოების სპეციალური დეგუსტაცია გაიმართა, სადაც საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ წარადგინა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. ღონისძიებას, სადაც 12 ქარვისფერი ღვინო საქართველოდან და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან (იაპონია, ხორვატია, ახალი ზელანდია, იტალია, სლოვენია) იყო წარმოდგენილი, მსოფლიოში ცნობილი ღვინის მწერლები, იმპორტიორები და სომელიები, სულ 100-მდე …

Read more

ფოთში, მალთაყვის „ოქროს ტბის“ ტერიტორიაზე წყალსათხილამურო სპორტის განვითარება ისევ დაიწყო. 2 კვირის წინ, ამ ტბას წლების წინანდელი ფუნქცია დაუბრუნდა და „საქართველოს ვეიკპარკი“ გაიხსნა. წყლის თხილამურებით გასეირნებისა და სხვადასხვა წინაღობების გადალახვის სურვილით ვეიკპარკს უკვე რამდენიმე ადგილობრივთან ერთად ტურისტებიც სტუმრობენ. საქართველოს წყალსათხილამურო სპორტს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. 90-იან წლებში მალთაყვამ ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა. „1991 წელს ბაბუაჩემმა რომან მელიამ …

Read more

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. მუზეუმის ცნობით, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს. “ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა – სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი …

Read more

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში არსებული ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს, ტურიზმის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და რეგიონში დაგეგმილი პროექტები გააცნო, – ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. იმერეთში საქმიანი ტურიზმის განვითარების პოტენციალს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს 20-მდე წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი გაეცნო. ,,ქუთაისსა და წყალტუბოში ტურიზმის ეროვნული …

Read more

გმირი, რომელზეც დღეს „კომერსანტი“ მოგიყვებათ სიდნეიში დაიბადა, ბავშვობა ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ქალაქ პერთში გაატარა. 2010 წელს კომუნიკაციების მიმართულებით ბაკალავრიატზე ჩააბარა. ამ დროს უკვე იცოდა, რომ მოგზაურობა იყო ის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება უნდოდა.  ჩვენს რესპონდენტს შონი ბრაუნი ჰქვია. გაგიკვირდებათ და  იგი ამერიკის, იაპონიის, შოტლანდიის, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, საქართველოში მოხალისედ, სამუშაოდ  ჩამოვიდა. თუმცა, მისი …

Read more

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში სექტემბრის შუა რიცხვებში ქართული მაღაზია იხსნება, სადაც ქართული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ BMG-ს ქართული ჩაი “მანნას” გაყიდვების მენეჯერმა თიკო ჟორჟოლაძემ უთხრა. “სექტემბერში, დაახლოებით 15 რიცხვისთვის პრაღაში გაიხსნება ქართული მაღაზია, სადაც მხოლოდ ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. მაღაზიის გახსნის იდეა ჩვენს კომპანიას, ქართული ჩაი “მანნას” ხელმძღვანელობას და ჩეხეთში ჩვენს პარტნიორებს ეკუთვნით. მთავარი …

Read more

გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიამ ინვესტორებს სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტი წარუდგინა. ესტონური კომპანიის “კოკო არქიტექსტის” კონცეფციით მომზადებული პროექტის მიხედვით, ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი უნდა განთავსდეს, რომელიც ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი გაიხსნება, მეორე დონეზე კი – ღია პანორამული გადასახედი. მერია ინვესტორებს ანძის 25–წლიანი იჯარით გადაცემას გეგმავს. როგორც BM.GE-ს თბილისის მერიის ეკონომიკური …

Read more

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მიერ, სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით, პროექტი “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან” ხორციელდება. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინ რესურსის tradewithgeorgia-ს ხელშეწყობა და იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელსაც ინოვაციური რესურსი ქართულ ბიზნესებს სთავაზობს. “ინტერნეტ პლატფორმა …

Read more

Reset Your Password