ძიება
დამატება

მილენიალები, ანუ 1980-2000-იან წლებში დაბადებულები, ყველაზე მოთხოვნადი ტურისტები არიან მთელი მსოფილოს მასშტაბით. თუ რატომ, ამასთან დაკავშირებით, გამოცემა Bloomberg სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, მილენიელთა 78% ხელფასს მატერიალური საქონლის შეძენის ნაცვლად, შთაბეჭდილებების მიღებაში ხარჯავს. 82% ყოველწლიურად კონცერტს, ან ფესტივალს ესწრება, ხოლო 72% მსგავსი მოვლენებისთვის უფრო მეტი თანხის დაზოგვასა და ხარჯვას გეგმავს. გარდა ამისა, მილენიანების 34% ახერხებს …

Read more

რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ თუშეთის გზის რეაბლიტაციას, ეს არის ნაწილი იმ დიდი პროექტის, რომელიც აკავშირებს მააღალმთიანი რეგიონების გზებს, თუმცა უნდა გვესმოდეს რომ თუშეთის გზა მიეკუთვნება ექსტრემალური გზების კატეგორიას და მისი რეაბილიტაციის შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ვერ იქნება იმ სტანდარტის, როგორი გზებიც გვაქვს საქართველოს ცენტრალურ რეგიონებში, – აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. …

Read more

ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მოწყობა 2021 წლისთვის დასრულდება. როგორც BM.GE-ს „ლეჩკომბინატი №1“ის მარკეტინგის მენეჯერმა თამარ გამყრელიძემ განუცხადა, მშენებლობის პროცესი ამჟამად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „მრავალფუნქციური სივრცე, ჩვენი ვარაუდით, 2021 წელს გაიხსნება“ – განმარტავს გამყრელიძე. კომპანია ამჟამად უკვე განხორციელებულ ინვესტიციას კომერციულ საიდუმლოდ ტოვებს. ასევე უცნობია კონკრეტულად რომელი საავადმყოფო დაიწყებს ადგილზე …

Read more

2020 წლიდან ამერიკაში ყველი სულგუნი გაიყიდება. როგორც ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, „ჰერეთი გლობალ“-ის თანადამფუძნებელი ავთანდილ ჩხეიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, სულგუნთან ერთად ამერიკის ბაზარზე შებოლილი და იმერული ყველის გატანაც იგეგმება. „ლაგოდეხში სულგუნის ქარხანა USAID-ის თანადაფინანსებით აშენდა. ქარხნის მშენებლობაში ჩემმა ბიზნესპარტნიორებმა ჯამში 300 000 დოლარამდე თანხა ჩადეს, რომელიც ევროსტანდარტებით აღჭურვილი მაღალი დონის ქარხანა იქნება. პირველ პროდუქციას ამერიკაში 2020 …

Read more

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის, ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, უკვე მესამე თვეა, საქართველოში თურქეთიდან ტურისტები იზრდება, იმ დროს, როდესაც ეს მაჩვენებელი შემცირებული იყო, რის მიზეზადაც, თურქეთში ლირის რეკორდული გაუფასურება სახელდებოდა. ამის შესახებ ბოჭორიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშა, რომ ამ ქვეყნიდან პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება. „მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიასანქციები დაწესდა, ივლისში დაფიქსირდა ზრდის ტემპების შენელება, თუმცა …

Read more

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ წყალტუბოში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით აშენდა. პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სანატორიუმში, სადაც 72 ოთახია, 170 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ინვესტორია კომპანია „ბ & ნ”. ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმი მოიცავს სასტუმროს, რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს, ასევე გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც სტუმრებს …

Read more

რესტორნებში პროდუქციაზე ფასები გაიზარდა, რასაც სარესტორნე ბიზნესში ჩართული სუბიექტები ბოლო დროს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ არასტაბილურობას უკავშირებენ. როგორც რესტორან “შავი ლომის” დამფუძნებელი მერი გუბელაძე ამბობს, მერყევი ლარის კურსის პირობებში, ბაზარზე პროდუქციაზე ფასები გაიზარდა, რამაც საბოლოო ჯამში რესტორანში კერძები გააძვირა. მისი თქმით, “შავი ლომი” ერთადერთი არ არის, ვინც ამ მიმართულებით მენიუში ცვლილებები შეიტანა, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ბაზარზე …

Read more

მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. „პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. აღნიშნულ პროექტზე უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც სამუშაოებს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყებს. ფარავნის ტბის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, ფარავნის ტბის …

Read more

„თბილისობის” დღესასწაულს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშიც აღნიშნავენ – წელს, 6 ოქტომბერს „თბილისობას” ნიუ-იორკშიც იზეიმებენ. „თბილისობის” ამერიკულ დღესასწაულში მონაწილეობას ქართული ანსამბლები და მომღერლები მიიღებენ. ნიუ-იორკის მცხოვრებლებს და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ „საქართველო გემოებით გაიცნონ”, რამდენადაც ღონისძიებაზე ქართული რესტორნები ტრადიციული ქართული კერძებით იქნებიან წარმოდგენილი. ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია ქართველი მხატვრების ნამუშევრების ბაზრობა, ეროვნული კოსტიუმების და ხელნაკეთი …

Read more

უმრავლესობის დეპუტატი გაგა კახიანი მისასალმებელს უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.   როგორც გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა, თავის დროზე ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სრულიად გაუგებარი და გაურკვეველი იყო.   „დღეს თუ მათ შეიცვალეს თავის პოზიცია, ეს მისასალმებელია, რადგან ეს უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის …

Read more

Reset Your Password