ძიება
დამატება

2019 წლის 9 თვეში უცხო ქვეყნებიდან საქართველოს 2 561 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ ინფორმაციაშია მოცემული. მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყნის საზღვარი 2 798 199 საქართველოს მოქალაქემ გადაკვეთა. ამავე პერიოდში საქართველოში შემოვლა უფიქსირდება 2 755 540 საქართველოს მოქალაქეს. გარდა ამისა, შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2019 წლის …

Read more

„ჩვენ მზად ვართ უკვე განვახორციელოთ პროექტი, რისთვისაც 3 თვე დაგვჭირდება. თუმცა, განათლების სამინისტროს ნაცვლად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ. თუ  სასწავლო პროგრამის განხილვა ჩვენს სასიკეთოდ ჩაივლის, 2020 წლისთვის Vatel-ი სეუს შენობაში გაიხსნება.“ -ამის შესახებ  პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელმა  დირექტორიმა თორნიკე ჯანაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.  მისი განცხადებით, საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი  სასწავლო პროგრამის შეთანხმების ბოლო დეტალებს …

Read more

2019 წელს ევროპის საბჭო დაარსებიდან 70 წლის, ხოლო საქართველო – ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ მნიშვნელოვან მოვლენას ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა მიუძღვნა. „ერთიანი ევროპის შექმნის იდეა 70 წელზე მეტს ითვლის. თუმცა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი ქვეყნების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო …

Read more

„უკვე 4 წელია, ჯერ ნარმანია მატყუებდა, ახლა კალაძე. მას ვესაუბრე Radisson red-ის პროექტზე, თუმცა, ახლა კონტაქტზე არ გამოდის.  სანამ ეგ იქნება თბილისის მერი, ამ სასტუმროს აშენებაზე სულ პრობლემა იქნება.“ – ამის შესახებ Commerce Group-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა დავით კოდუამ Radisson RED-ის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე „კომერსანტთან“ ისაუბრა. როგორც ცნობილია, მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის Radisson RED-ის საქართველოში შემოყვანას კომპანია …

Read more

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საფრანგეთის სოფლის მეურნეობის კვლევების ეროვნულ ინსტიტუტთან (INRA) თანამშრომლობას აღრმავებს. ინფორმაციას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების შემუშავებას და უწყებების დაქვემდებარებაში არსებულ ბაზებზე გაშენებული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესწავლას, ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ საველე სამუშაოებსა და ექსპერიმენტების ჩატარებას გულისხმობს. „ჯიღაურას ვენახის კოლექციაში დაცული ქართული კულტურული და ველური ვაზის …

Read more

მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ – საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ამ სიტყვებით მიმართა ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მიმდინარე პროექტების ზურგს უმაგრებს ახალგაზრდების დიდი არმია და თბილისის მოსახლეობა. მან მადლობა გადაუხადა თბილისელებს მხარდაჭერისთვის. დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ორბელიანის მოედნის განვითარების კონცეფცია გააცნო. პროექტის-„ქარავანი …

Read more

ქალაქ ბოსტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორები ამერიკა-საქართველო ბიზნეს საბჭო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ იყვნენ. ფორუმის სამდღიანი პროგრამა „საფერავისა და ქვევრის ღვინის ფესტივალს“, „ქვევრის სიმპოზიუმს“ და „ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს კომერციული პირებისთვის“ მოიცავდა. „აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით …

Read more

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს და მოქმედ ტერმინალებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არსებული აეროპორტების ინფრასტრუქტურა მაღალი სტანდარტების შესატყვისი და უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის სახე უნდა იყოს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, იგი ცოტა ხნის წინ ასევე იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც გარკვეული ხარვეზებია გამოსასწორებელი, რაც …

Read more

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ორგანიზებით პირველად საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი პროექტის ფარგლებში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წამყვან ტურ-ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს და საქმიანი კონტაქტები დაამყარეს. ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან …

Read more

“სექტემბერში, პირველად, ევროკავშირიდან მიღებულმა ტურისტულმა შემოსავალმა რუსეთიდან მიღებულ ტურისტულ შემოსავლებს გადააჭარბა”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიმოხილვაში. სებ-ის პრეზიდენტი რუსულ ავიასანქციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ივლისში დაწესებული ავიასანქციების შედეგად, მთლიანად ტურისტული სექტორის შემოსავლების მოცულობა 2018 წელთან შედარებით შემცირებულია. “ეკონომიკური ზრდის მთავარი ხელშემწყობი საგარეო მოთხოვნა იყო, რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების …

Read more

Reset Your Password