ძიება
დამატება

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines​-ი კიევიდან ლისაბონის მიმართულებით იწყებს რეგულარული ავიარეისების განხორციელებას. ავიაკომპანიამ მარეგულირებელს შესაბამისი ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრენები 2020 წლის 1-ელ მარტიდან, კვირაში ერთი სიხშირით, დაიწყება. SkyUp Airlines​-ის საიტზე ჯერჯერობით ავიაბილეთების რეალიზაცია არ დაწყებულა. SkyUp Airlines-ს პორტუგალიის მიმართულებით ფრენების განხორციელების გამოცდილება უკვე აქვს. ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში, პორტუგალიის ქალაქ ფარუს მიმართულებით ასრულებდა ავიარეისებს. აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines​-ი ოპერირებს …

Read more

საქართველოს მთავრობა მიზნობრივი ავიარეისების დასუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც ახალ გახსნილი ავიარეისები, გარკვეული პერიოდით ფინანსდება. “ჩვენ “ღია ცის პოლიტიკას” ყველანაირად ხორცს ვძენთ ჩვენი გადაწყვეტილებებით. მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ რამდენი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენი ცა გახსნილი და კონკურენტული იყოს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ …

Read more

Wizz Air-ი, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული, წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შავი პარასკევისთვის (Black Friday) 30%-იან ფასდაკლებას აცხადებს. მოგზაურობის მიმართულება ულიმიტოა, რაც ყველა მგზავრისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის შეთავაზებას. გსურთ შობას ევროპაში შეხვდეთ? ან ახალი წელი დიდი ხნის ნანატრ ქალაქში მოგზაურობით აღნიშნოთ? ან დიდი ხნით ადრე დაგეგმოთ ზაფხულის შვებულება? Wizz Air უნიკალურ შანსს გაძლევთ აღმოაჩინოთ ახალი მიმართულებები ყველაზე …

Read more

Marriot International-ი, Best Western Hotels & Resorts, Wyndham Hotels and Resorts  და მრავალი სხვა ცნობილი საერთაშორისო სასტუმროების ქსელები  საქართველოში უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს. სასტუმროების მსხვილი საერთაშორისო ქსელების  ათეულიდან  7 კომპანია საქართველოში არაერთი ობიექტითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფეროში, მსოფლიოში მიღებული საყოველთაო სტანდარტების გათვალისწინებით მომუშავე ამ სასტუმროების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.  ქვეყნის …

Read more

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 52 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. “გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან …

Read more

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია Ryanair-ი “შავი პარასკევისთვის” 25%-იან ფასდაკლებას აცხადებს. ავიაკომპანიის ოპერაციების მენეჯერის, ალეხანდრა რუისის განცხადებით, ფასდაკლება დეკემბრიდან მარტის შუალედში მოქმედ ბილეთებზე მოქმედებს და ის პარასკევს 00:00-დან 23:59-მდე იქნება ძალაში. Ryanair-ი თბილისისა და ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით რეგულარულ რეისებს უკვე ერთი თვეა ასრულებს.   BMG

Read more

„ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე ბიზნესმენმა და წარსულში ლუდის და ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „ყაზბეგის“ მფლობელმა, გოგი თოფაძემ, შესაძლოა, რვასართულიანი სასტუმრო ან სახლი ააშენოს. როგორც Bm.ge-სთან საუბარში ბიზნესმენი აღნიშნავს, შესყიდვის მსურველების რაოდენობა დიდია, მოდიან მასთან როგორც ირანელები, ასევე რუსები და არაბები, მათგან უმრავლესობას შესყიდვა და სასტუმროს აშენება სურს, ზოგიერთი კი, სათამაშო ბიზნესის დაწყებას გეგმავს. „არ მინდა უცხოელებს მივცე …

Read more

სესხის პროცენტის თანადაფინანსების მოსაპოვებლად სახელმწიფოს 166-მა მცირე და საოჯახო სასტუმრომ მიმართა.რუსული ავიასანქციების შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილი პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად, სახელმწიფომ მცირე და საოჯახო სასტუმროებს სესხის პროცენტის თანადაფინანსების მექანიზმი შესთავაზა, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, 1-ელი სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში სააგენტოში …

Read more

პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის გააქტიურებასთან ერთად, ტურისტების ნაკადი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში საგრძნობლად შემცირდა. რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროების და აპარტამენტების მფლობელები ტურისტების ნაკლებობას უჩივიან და აცხადებენ, რომ უცხოელები ჯავშნებს აქტიურად აუქმებენ. „მიმდინარე აქციები ტურისტების რაოდენობაზე ძალიან უარყოფითად აისახა, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ყველა ჩვენგანი მსგავს ვითარებაში მოვერიდებოდით ასეთ ქვეყანაში ჩასვლას. …

Read more

საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება.დოკუმენტის ტექსტის მიღების მიზნით, ქვეყნები მოლაპარაკებებს გამართავენ. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამოსცა. საქართველო საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმების გაფორმებას კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან გეგმავს, მათ შორის კორეის რესპუბლიკასთან, სეიშელის რესპუბლიკასთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან.   1tv.ge

Read more

Reset Your Password