ძიება
დამატება

2020 წელს “Women in Wine expo” საქართველოში ჩატარდება

მიმდინარე წლის 7-8 მაისს საქართველო ღონისძიებას “Women in Wine expo” უმასპინძლებს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანია “Madamwine”-ის დამფუძნებელმა მანანა ახვლედიანმა განუცხადა.

როგორც მანანა ახვლედიანთან საუბრისას გავარკვიეთ, ის ორგანიზატორთა ჯგუფის წევრია, ღონისძიება კი ლოპოტას ტბაზე, “შატო ბუერაში” ჩატარდება.

“ვიწვევთ ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ, რომლებიც ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწეობენ”, – აღნიშნავს მანანა ახვლედიანი.

მისივე განმარტებით, ღონისძიებისთვის საქართველოს არა მხოლოდ მეღვინე ქალები, არამედ ჟურნალისტები და ბლოგერებიც ეწვევიან.

“2019 წელს, ასევე ჩემი ორგანიზებით, ღონისძიების ფარგლებში 12 მეღვინე ქალი წავიყვანე ჰოლანდიაში – როტერდამში, შემდეგ ბრიუსელში და იქ ჩვენი ღვინოები წარვადგინეთ, ახლა უკვე “Women in Wine 2020″ ჩატარდება საქართველოში. დიდი ღონისძიება იქნება, საკმაოდ მნიშვნელოვანი”, – აღნიშნავს მანანა ახვლედიანი.

ცნობისთვის: მანანა ახვლედიანის დაფუძნებული კომპანია “Madamwine” სპეციალურად ქალ მომხმარებლებზე გათვლილ ღვინოს აწარმოებს, რომელიც ექსპორტზე არაერთ ქვეყანაში ხვდება.

 

BMG

კომპანიის სიახლეები:

Tags

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password