ძიება
დამატება

რთველი რაჭაში აქტიურ ფაზაში შედის

რაჭის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. 30 სექტემბრის მდგომარეობით, რაჭაში 155 ტონა მუჯურეთული და ალექსანდროული დაიკრიფა.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რაჭაში რთველი ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც კახეთის რეგიონში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 18 ღვინის მწარმოებელი კომპანია 8 ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს.

ასლანიშვილის თქმით, ოთხი მიმღები პუნქტი გახსნილია ამბოლაურში, ორი სოფელ ხვანჭკარაში და თითო პუნქტი – ჭრებალოსა და ბუგეულში.

„ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირებულია 29 ღვინის ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის პროცესში ჩაერთვებიან“ – აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. 

წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონამდე მოსავალს ელიან. 

www.travelingeorgia.ge

 

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password