ძიება
დამატება

რესტორანი ,,ვეფხი და მოყმე” – ,,სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ორი დარბაზი მოეწყო”

მსოფლიოს ყველა კუთხეში, 4 წელიწადში ერთხელ, ფეხბურთის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენასთან დაკავშირებით,  საფეხბურთო სამყარო ერთიანდება. საყვარელ გუნდს ზოგი ტელეეკრანებთან, ზოგი სტადიონიდან, ზოგიც კი, უბრალოდ პაბში ან რესტორანში, მეგობრებთან ერთად გულშემატკივრობს.

სწორედ მათთვის, ვისაც არ სურს ამ მნიშვნელოვან მოვლენას სახლში უყუროს და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას ახერხებს, რესტორან „ვეფხი და მოყმე”-ს სპეციალური შეთავაზებები აქვს, რაზეც დეტალურად რესტორნის დირექტორი, ლაშა ოქროპირიძე მოგიყვებათ.

„რესტორანმა „ვეფხი და მოყმე“ სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის, გამოყო ორი დარბაზი და ვერანდა, სადაც  სხვადასხვა გუნდების ფანკლუბებსა და გულშემატკივრებს ვმასპინძლობთ. მთავარი შემოთავაზება, ფანკლუბებისთვის 20-30%-იანი ფასდაკლებაა ნებისმიერი დანახარჯის შემთხვევაში. ქართულ დარბაზში თქვენ 2 დიდი ეკრანი დაგხვდებათ, ევროპულ დარბაზში კი, დიდი პროექტორი. რაც შეეხება ვერანდას, აქაც პროექტორის საშუალებით შეგიძლიათ ადევნოთ თვალი პირდაპი ტრანსლაციას.

გარდა ამისა, თამაშების მეორე დღეს, რესტორან „ვეფხი და მოყმეში“ ე.წ. ნაბახუსევის მენიუს არჩევაც იქნება შესაძლებელი. ზოგადად, ჩვენთან სტუმრობისას, თქვენ აღმოჩნდებით ერთდროულად ქართულ და ევროპულ გარემოში. დეტალებზე ორიენტირებული ინტერიერი და უგემრიელესი კერძები, გააოცებს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტუმარსაც. რესტორანს გააჩნია თონე, მარანი, იზოლირებული კუპეები და ვერანდა“.

„ვეფხი და მოყმეს“ მარშალ გელოვანის 3/3 ნომერში, გაგარინის აღმართზე შეგიძლიათ ეწვიოთ და სრულ კომფორტში უგულშემატკივროთ საყვარელ გუნდს.

www.travelingeorgia.ge

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password