ძიება
დამატება

თბილისში დღეიდან უნებართვო ტაქსები მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებენ

ტაქსის მძღოლებისთვის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა და უნებართვო ტაქსები მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებენ.

დღეიდან ასევე სავალდებულოა ავტომანქანაზე ტაქსის მანიშნებლის განთავსება. ნებართვის გავლა ფიზიკურ პირებს ელექტრონული ფორმით განცხადების შევსებით შეეძლოთ, გარდა ამისა, ტაქსების რეგისტრაცია შესაძლებელი იყო იუსტიციის სახლშიც.

ტაქსების რეგისტრაციისთვის გამოყოფილ საიტზე 10 000-მდე ტაქსის მძღოლი დარეგისტრირდა, თუმცა თბილისში გაცილებით მეტი ტაქია რეგისტრირებულია, რამდენადაც ტაქსის მძროლებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეგისტრაცია იუსტიციის სახლშიც გაევლოთ.

ტაქსების რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის 1 წლით აღების საფასური შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარია, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარი, ელექტრომობილებისთვის უფასოა.

რეგისტრაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნები მომავალი წლიდან ამოქმედდება.

www.travelingeorgia.ge

 

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password