ძიება
დამატება

კახეთში აეროპორტის მშენებლობაზე მოლაპარაკებები TAV Georgia-სთან მიმდინარეობს

კახეთში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და თბილისის აეროპორტის ოპერატორ კომპანია "TAV Georgia"-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც Knews.ge-სთან კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, TAV Georgia-სთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საუბარი ინვესტორთან გაგრძელდება.

მშენებლობის ლოკაციებად კვლავ თელავში არსებული სასწავლო აეროდრომი, ე.წ აეროპორტი „მიმინო“ და წნორში არსებული ძველი აეროდრომი განიხილება. 

"TAV Georgia-სთან გაფორმებული ხელშეკრულება 2021 წლამდე შესაძლებლობას არ იძლევა თბილისთან ახლოს ამუშავდეს აეროპორტი, რომელიც საერთაშორისო რეისებს მოემსახურება. აეროპორტის მშენებლობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საჭიროა ყველა საკითხის კონცეპტუალურად შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება", – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

www.travelingeorgia.ge

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password