ძიება
დამატება

ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ერთი სელაპი დაიბადა

ფეხფარფლიანთა განყოფილებაში ეს უკვე რიგით მეექვსე მატებაა.

სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში 18 ივლისს, 00:25, შვილი ემას შეეძინა, მამა კი 12 წლის პედროა. პატარა და დედა თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილი სრულიად ჯანმრთელია. იკვებება დედის რძით. დაიბადამუქი ყავისფერი ბეწვით. სავარაუდო წონა 5-7 კგ-ა. მართალია, ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში, ეს ნამატისპირველი შემთხვევა არაა, მაგრამ ნებისმიერ მატებას სიხარულის ისეთი შეგრძნება თან სდევს, თითქოს ესპირველია.

ეს წარმატება, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურგარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით კვალიფიციური სპეციალისტებისმეთვალყურეობის ქვეშ.

სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომები ფართოდ არიან გავრცელებული, პერუს ჩრდილოეთიდან სამხრეთბრაზილიამდე, ფოლკლენდის კუნძულების ჩათვლით. ბინადრობენ ატლანტიკის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. ცხოვრობენ ნაპირთან ახლოს, იშვიათად გვხდებიან ღრმა წყლებში. იკვებებიან თევზებით და ზღვის სხვაორგანიზმებით, საკვების რაოდენობა შეესაბამება სხეულის წონის 5-8%-ს დღეში (6.8-18.2კგ). დაწყვილების დროაგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ერთი მამრი 18-მდე მდედრთან წყვილდება, ფეხმძიმობა 11-11,5 თვესგრძელდება. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. როგორც წესი წონით მამრი ორჯერ აღემატება მდედრს. ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო_ოქროსფერია. ზრდასრულ მამრს გააჩნია ფაფარი, რომელიც შედარებით ღია ფერისაა ვიდრე ბეწვი. სამხრეთ ამერიკის ზღვისლომების ზომები ძლიერ ვარირებს. მამრის ზომა 2.73 მ-ზე მეტია, ხოლო წონა 350 კგ აღწევს. მდედრის ზომა 1.8-2 მ-ა, წონა კი მამრების წონის ნახევარია, დაახლოებით 150კგ. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის„წითელ ნუსხაში“ (IUCN), მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია.

გახსნის დღიდან ანუ ბოლო 6 წლის მანძლზე ბათუმის დელფინარიუმში უკვე 6 ზღვის ლომი დაიბადა. მათისაბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს.

  • სამეცნიეროკლასიფიკაცია:  სამეფო
  • ცხოველებისტიპი:  ქორდიანები
  • კლასი:  ძუძუმწოვრები
  • რიგი:  მტაცებლები
  • ოჯახი:  ყურებიანისელაპები
  • გვარი:  ფარფლფეხიანები
  • სახეობა:  ზღვისლომი

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password