ძიება
დამატება

ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს 2019 წლის ივნისიდან მიიღებს

ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი 2019 წლის ივნისიდან ვიზიტორებს მიიღებს. ბაღის რეაბილიტაცია წელს დაიწყო.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ბაღის ტერიტორიაზე არსებული, მათ შორის ისტორიული, შენობების და ღობის რეაბილიტაცია.

მოეწყობა სასეირნო ბილიკები, საზოგადოებრივი თავშეყრისა და დასვენებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა; დაგეგმილია ასევე წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო, სადრენაჟე სისტემების გამართვა.

მოეწყობა ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობა; ასევე იგეგმება ძველი ორანჟერეის ნანგრევებისა და ე.წ. ჯვარედინი სასახლის  რესტავრაცია.

მიმდინარე სამუშაოზე დასაქმებულია 25 ადამიანი.

www.travelingeorgia.ge

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password