ძიება
დამატება

ქობულეთში აკუსტიკური ხმაურის ნორმები და სპეციალური ზონები განისაზღვრა

ქობულეთის საკრებულომ აკუსტიკური ხმაურის ნორმებისა და სპეციალური ზონების განსაზღვრის შესახებ განკარგულება მიიღო.

განკარგულების თანახმად, თამარ მეფის სანაპიროსა და მის მიმდებარე ზონაში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ დასავლეთ ზონაში, აღმაშენებლის გამზირის დასავლეთ ზონაში, დაბა ჩაქვში ცენტრალური გზის დასავლეთ ზონაში და ყველა ტიპის საკვებ-გასართობ დაწესებულელებაში, რომლებიც განთვსებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ შენობებში ან მათ სიახლოვეს აკუსტიკური ხმაური დილის 08:00 საათიდან ღამის 01:00 საათის ჩათვლით განისაზღვრა 50 LA. დ.ბ.A, ხოლო სანაპიროზე განთავსებულ ბუნგალოებში – 08:00 საათიდან 03 საათამდე 50 LA. დ.ბ.A.

ხმაურს ინსპექტირებას მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები გაუწევენ.

გაფრთხილების შემდეგ, ხმაურის გადაჭარბება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარით, იურიდიული პირის – 500 ლარით. ქმედების განმეორებით ჩადენისას ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარით.

შეგახსენებთ, რომ ხმაურის გადაჭარბებისათვის კანონი გამკაცრდა. კანონის დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პირველი ივლისიდან ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოავლენს და დააჯარიმებს. დაჯარიმების უფლება აქამდე საპატრულო პოლიციას გააჩნდა.

www.travelingeorgia.ge

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password