ძიება
დამატება

300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, შესაძლოა, ვიზუალურად მთლიანად შეიცვალოს

თბილისში, 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, შესაძლოა, ვიზუალურად მთლიანად შეიცვალოს.

ცვლილებების შედეგად, შეიქმნება მტკვრის სანაპიროსთან ინტეგრირებული სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ფეხით მოსიარულე მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული.

ტერიტორიის შეცვლის საპილოტე პროექტი თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტმა“ მოამზადა.

ჯგუფის განცხადებით, ამ პროექტის განხორციელებას მხოლოდ მარცხენა სამანქანო ზოლი უშლის ხელს. წინაღობის აღმოსაფხვრელად, “სითი ინსტიტუტი” მერიას სამანქანო ზოლის მარჯვენა მხარეს გვირაბში გადატანას სთავაზობს. შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე იქმნება უწყვეტი სარეკრეაციო სივრცე.

 

/

“მტკვრის, როგორც სარეკრეაციო სივრცეზე საუბრისას, აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ხშირად რელიეფის სიმაღლეთა სხვაობა არ გვაძლევს საშუალებას პირდაპირი კავშირი ვიქონიოთ მტკვრის ნაპირსა და თავად მინარეს შორის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორია სწორედ ამით გამოირჩევა ჩვენს მიერ საინტერვენციოდ შერჩეული ტერიტორიების უმრავლესობისგან. აქ გვაქვს საშუალება, სიმაღლეთა ცვლილების გარეშე, შევქმნათ პირდაპირი კავშირი მდინარესთან. ამ იდეის განხორციელების ერთადერთ წინაღობად არსებული მარცხენა სამანქანო ზოლი გვევლინება. სწორედ, ამ წინაღობის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ, გადაგვეტანა იგი მარჯვენა ზოლის ქვეშ, გვირაბში. ამ ინტერვენციის შედეგად, ვიღებთ უწყვეტ სარეკრეაციო სივრცეს, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ფეხით მოსიარულე მოსახლეობაზე, უსაფრთხოა მცირეწლოვანთათვის და მეტად მომხიბვლელს ხდის დასვენებას უფროსებისთვის”, – ნათქვამია გენერალურ გეგმაში.

პროექტის მიხედვით, ახალი სარეკრეაციო სივრცე ხუთ ძირითად ურბანულ ზონადაა დაყოფილი.

ზონების მოწყობის მაგალითები გენგეგმაში სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვითაა წარმოდგენილი.

1. მემორიალის ტერიტორია ერთგვარ საფეხმავლო მოედნის ფუნქციას ითვისებს

სოლინგენი, გერმანია

2. ფილებიანი დაღმართი – ვიზიტორებისთვის მოსასვენებელი ტერიტორიაა, სადაც მსურველს საშუალება ექნება, ჩამოჯდეს, ითამაშოს ან სხვადასხვა სპორტული ინვენტარით გაერთოს.

პარიზი, საფრანგეთი

3. სანაპირო ზოლი – 3-მეტრიანი ზოლი მდინარის ნაპირის გასწვრივ გათვლილია სეირნობისთვის, მოკირწყლულია ფილებით და ბულვარის როლს ასრულებს.

დეტროიტი, აშშ

4. მოტივტივე ტერასები – მონიშნულია ორ ადგილას და ეყრდნობა მტკვართან უშუალოდ მოსასვლელების არსებულ გეგმას, ქმნის პირდაპირ კავშირს წყალთან.

ტორონტო, კანადა

5. მწვანე საფარი – ურბანული ტყე ქალაქურ კონტექსტში

კუბეკი, კანადა

გენერალურ გეგმაში გათვლილია ტერიტორიის გამწვანების სპეციფიკაც.

fortuna.ge

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password