ძიება
დამატება

ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია 3,233 მლნ ლარი დაჯდა

ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია 3,233 მლნ ლარი დაჯდა. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს გულისხმობს.

ამ დროისთვის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

„ბოლო ეტაპი კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება – ტროტუარი, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათებები მოეწყობა. აღნიშნული გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ახლა კი, ქალაქში ერთ-ერთი ლამაზი, განახლებული ქუჩა გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები  დროისთვის მხოლოდ ტროტუარზე მიმდინარეობს, რაც ავტომანქანების გადაადგილებას ხელს არ შეუშლის.

ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო.  სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს.

www.travelingeorgia.ge

 

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password