ძიება
დამატება

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 11 პროცენტით შემცირდა

2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 583,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება 2019 წლის რვა თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3,640,823 მგზავრს მოემსახურა, რაც რვა პროცენტით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა, რადგან მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

„ზრდის იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აეროპორტებში ფიქსირდება ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის 2019 წლის ორ კვარტალში, გვქონდა მოლოდინი, რომ აგვისტოს თვეშიც იქნებოდა ვიზიტორთა უპრეცედენტო ზრდა, თუმცა, 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი მოგვცა. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, აგვისტოში 749,000 ათასის ნაცვლად, რაც 14 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს, საქართველოს აეროპორტები 583,104 ათას მგზავრს მოემსახურა. რაც თავის მხრივ, – 11 პროცენტ კლებას წარმოადგენს.

 

ხაზგასასმელია, რომ კლება, რომელიც აგვისტოში დაფიქსირდა, არის მაქსიმალურად მინიმიზებული საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც გადაიდგა და ამჟამადაც გრძელდება რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო დაზარალებული სექტორების დასახმარებლად“, – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

დეტალური სტატისტიკა ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 2019 წლის აგვისტო – 397,045 მგზავრი (კლება 14 %); 2019 წლის იანვარ-აგვისტო – 2,651,918 მგზავრი (ზრდა 3%);

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 2019 წლის აგვისტო – 96,474 მგზავრი (კლება 20%); 2019 წლის იანვარ-აგვისტო – 444,310 მგზავრი (ზრდა 5%);

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 2019 წლის აგვისტო – 88,138 მგზავრი (ზრდა 22%); 2019 წლის იანვარ-აგვისტო – 538,234 მგზავრი (ზრდა 41 %);

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები – 2019 წლის იანვარ-აგვისტო – ჯამურად 6,361 მგზავრი (ზრდა 16%).

 

Commersant

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password