ძიება
დამატება

კომფორტული გარემო და ხელმისაწვდომი ფასები – GTM Kapan სასტუმრო თბილისის ისტორიულ ნაწილში

რა მიზნითაც არ უნდა სტუმრობდე საქართველოს დედაქალაქსა და ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქს თბილისს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო უამრავი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც განთავსების ობიექტი უნდა შეარჩიო.

კომფორტი, გარემო, ფასი, საკვები, მდებარეობა, მომსახურეობა ….. – უამრავი რამ არის რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ. და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? ან იქნებ ჩამოთვლთაგან ყველაფერი?! სწორედაც…

იმის მიუხედავად, რომ თბილისში უამრავი სასტუმროა, თქვენზე მორგებულ გარემოს იშვიათად თუ აღმოაჩენთ, თუმცა არსებობს ისეთი სასტუმროც როგორიც GTM Kapan-აა.

სასტუმრო GTM Kapan ქალაქის ულამაზეს და უძველეს ნაწილში, მეტეხის ასახვევთან მდებარეობს. სასტუმროდან 5-10 წუთში თბილისის კულტურულ-ისტორიული ნაწილში იქნებით, ნახავთ სახელმწიფო მუზეუმს, რუსთაველის თეატრს, ხელოვნების გალერეას, ხელოვნების მუზეუმს და უამრავ სხვა მნიშვენლოვან ადგილს.

თბილისი რომ განსხვავებული ადამიანების მეგობრობის ქალაქია, ამას თვალსაჩინოდ სწორედ ქალაქის ამ ნაწილში სეირნობის დროს დარწმუნდებით… ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულში ჯერ მართლმადიდებლურ ეკლესიებს მოჰკრავთ თვალს, თავისი განსაკუთრებული არქიტექტურით, შემდეგ მეჩეთსა და სინაგოგას. აქ რელიგიის, კულტურის, ეროვნებისა და სხვა უამრავი ნიშნის მიხედვით არავინ განირჩევა, ყველა მეგობრულია!

ამაში სასტუმროში დაბრუნებულს მომსახურე პერსონალიც დაგარწმუნებთ, მუდამ მომღიმარი და თქვენს კომფორტზე ორიენტირებული…

ქალაში ხეტიალით დაღლილს კომფორტული ნომრები ნეტარებად მოგეჩვენებათ(არის კიდეც!). რბილი ლოგინი,  აბაზანა, გათბობის/გაგრილების სისტემა, ტელევიზია და ინტერნეტი, ტელეფონი,  აივანი, რომლიდანაც ქალაქის ღირსშესანიშაობები მოსჩანს – ეს ყველაფერი თქვენს განკარგულებაშია.

შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ, ძალები მოიკრიბოთ და შემდეგ განაგრძოთ ქალაქის დათვალიერება. თბილისში კულტურულ-ისტორიული ადგილების გარდა გასართობი ადგილებიც ბევრია, თანაც სასტუმროსთან ძალიან ახლოს!

იმის მიუხედავად, რომ GTM Kapan-ი გამოირჩევა ადგილმდებარეობითა და კომფორტული ნომრებით, ფასი ძალიან ხელმისაწვდომია, რომელიც ნოყიერ საუზმესაც მოიცავს.

ჯამში სასტუმრო 36 ნომერს აერთიანებს, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს თქვენი სტუმრობისთვის.

ასე რომ, თუ ეძებთ თბილისში განსათავსებელ ობიექტს, თუნდაც ერთი ღამით, ნებისმიერი მიზნითთ, გირჩევთ რომ თქვენი კომფორტულად დასვენების გარანტორად GTM Kapan აირჩიოთ.

კომპანიის სიახლეები:

    Tags

    Add Comment

    Your email is safe with us.

    Reset Your Password