ძიება
დამატება

GALT & TAGGART-ის პროგნოზით, წელს ტურიზმიდან შემოსავალი $3,6 მლრდ-ს გაუტოლდება

GALT & TAGGART-ის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი 3,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. 

ამის შესახებ GALT & TAGGART-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა. 

„GALT & TAGGART-ის შეფასებით, საქართველოში წელს ტურისტების რაოდენობა დაახლოებით, 5,3 მილიონი იქნება და 11%-იანი ზრდა დაფიქსირდება. რაც შეეხება შემოსავლებს ტურიზმიდან, ველოდებით რომ ზრდის ტემპი, სავარაუდოდ 12% იქნება და ტურისტული შემოსავლები 3,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. ასეთია წლის დასაწყისის პროგნოზი, თუმცა დინამიკის შესაბამისად, დროთა განმავლობაში დაკორექტირდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. 

ცნობისთვის: 2019 წლის იანვარში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%).

 
ავტორი: მარიამ ადამია
 

კომპანიის სიახლეები:

Tags

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password