ძიება
დამატება

გურჯაანში სასტუმროს მოწყობის პირობით ყოფილი პიონერთა ბანაკი „ზიარი“ იყიდება

გურჯაანში, სოფელ ზიარში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ყოფილი პიონერთა ბანაკი „ზიარი“ იყიდება.ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში თითქმის სრულად ამორტიზირდა.

კურორტი ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებით და უნიკალური მიკროკლიმატით.აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

gbc.ge

კომპანიის სიახლეები:

    Tags

    Add Comment

    Your email is safe with us.

    Reset Your Password