ძიება
დამატება

„Holiday“- თბილისში სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების მართვაში შევიდა

თბილისში კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო გაიხსენება. „Holiday Inn Express“ ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და   სტუმრების მიღებას  2022 წლის პირველ ნახევარში შეძლებს.

სასტუმრო ორი 5 და 6 სართულიანი ბლოკებისგან შედგება და  242 ადამიანზეა გათვლილი. როგორც  „კომერსანტს“ პროექტის დეველოპერ კომპანია „სიმეტრიაში“  განუცხადეს,  121 ნომრიანი სასტუმრო სრულიად ჯდება  ქალაქის ურბანულ გარემოში. პროექტის ინვესტორი ქართულ – ყაზახური კომპანია „შპს იპოცენტრია“. სასტუმროს მშენებლობაში კი 10 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯება. კომპანია „სიმეტრიას“ წარმომადგენელი თეო წოწოლაშვილი „კომერსანტთან“ „Holiday Inn Express“-ს კონცეფციაზე საუბრობს.

 

„კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ სასტუმროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები მაქსიმალურად კომფორტული იყოს. სამუშაო სივრცე, ლობი ყველაფერი არის ერთ სივრცეში გაერთიანებული. გამოყენებული გვაქვს პირობითი ტიხრები, მსუბუქი შემინვით. სასტუმროს აქვს ატრიუმის ტიპის შიდა ეზო. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ თბილისურ-იტალიური ეზოს კონცეფცია შეგვემუშავებინა, ამიტომ აივნებს ხის ეფექტი ექნება“- განმარტავს კომპანიის წარმომდგენელი.

 

 

ნომრის ღირებულებას ესპანურ-ქართული კომპანია დაარეგულირებს, რომელიც „Holiday Inn Telavi“- ს და „Best Western Kutais“- ს მართავს. როგორც ირკვევა სამ ვარსკვლავიან Holiday Inn Express არ ექნება პარკინგი, სპა , აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, რესტორანი და სხვა სერვისები.

 

„Holiday Inn Express“ არის სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბრენდს პარკინგი არ ჰქონდა მოთხოვნებში.  არის მხოლოდ სასტუმრო და ნომრები. ჩვენ ​შესაბამისი კვლევა მოვამზადეთ და ბაზარზე მოთხოვნიდან გამომდინარე, დამკვეთს ესეთი პროექტი შევთავაზეთ. სამ ვარსკვლავიან სასტუმროებზე გაცილებით დიდი იყო მოთხოვნა ვიდრე მეტი ვარსკვლავის სასტუმროებზე. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, რომელიც ქალაქის ცენტრია და ახლოსაა აეროპორტთან, გაგვეკეთებინა სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო. Holiday Inn Express- ში მოეწყობა სამი შეხვედრის დარბაზი, რომლის გაერთიანების საშუალებაც გვაქვს“- აცხადებენ კომპანიაში.

 

ბაჩო ადამია

Commersant

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password