ძიება
დამატება

აღმოაჩინეთ სასტუმრო «ჯორჯია პალასი» შავი ზღვისპირა ქალაქში, ქობულეთში

ქობულეთი, შავიზღვისპირა პატარა ისტორიული ქალაქი…  მაღალი კლასის სასტუმრო “ჯორჯია პალასი” შავ ზღვის სანაპიროსთან არის განთავსებული.  სასტუმროს ყველა ოთახიდან იშლება ულამაზესი ზღვისა და ბაღის ხედები. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სასტუმროს გააჩნია უნიკალური მიკროკლიმატი, ბუნებრივი ლანდშაფტი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანაპირო.

სასტუმროს ინტერიერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი,  აქ უთუოდ მყუდროდ და შინაურულად იგრძნობს თავს ქართველი თუ უცხოელი სტუმარი. სასტუმროს ყველა სერვისი სტუმრების მოთხოვნებსა და სურვილებს ეფუძნება.

სასტუმრო ყველა ტიპის 157 ნომერს აერთიანებს,  ოთახები პასტელის ფერებშია, რაც  სიმყუდროვისა და სიმშვიდის მომტანია,  ფართო სივრცე, ზღვისა და მთის უნიკალური ჰაერი, ნატურალური ხის ავეჯი, საიმედო სეიფი, სამუშაო სივრცე, კლიმატის ინდივიდუალური კონტროლის სისტემა.  ჩვენი სტუმრების ერთგვარი ლოზუნგია – თუ თქვენ ერთხელ უკვე აირჩიეთ სასტუმრო ჯორჯია პალასი, ის თქვენი ზაფხულის განუყოფელი ნაწილი გახდება.

საკვების ნუსხა ქართულ  ტრადიციულ საკვებსა და ევროპულ სამზარეულოს აერთიანებს. დანამდვილებით და თამამად შეიძლება ითქვას რომ სასტუმრომ კულინარიული თვალსაზრისით დიდ წარმატებებს მიაღწია,  აქ ქართული და ევროპული სამზარეულოს შესანიშნავი ნაზავი ჰარმონიულ თანხვედრაშია.  ბარების ნაირფეროვნება, ორი რესტორანი, სწორედ საუკეთესო არჩევანის საშუალებას აძლევს ჩვენს სტუმრებს.

ჩვენთან სტუმრებს გართობის საშუალებებიც უხვად აქვთ, დახურული და ღია აუზები, საუნა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მარილიანი წყლის აუზი,  რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, სავარჯიშო დარბაზი, მინი გოლფისა და ჩოგბურთის მოედნები, საბავშვო მოედანი და უმშვენეიერესი ბაღი მრავალფეროვანი და საუკუნოვანი მცენარეებით.

გარდა ჩამოთვლილი სერვისებისა სასტუმრო ჯორჯია პალასი კორპორატიული თუ საბანკეტო შეხვედრების ორგანიზებასა და დაგეგმვას ანხორციელებს. 6 საბანკეტო დარბაზი, თანამედროვე დიზაინითა და აღჭურვილობით, საქმიანი შეხვედრებისთვის ნამდვილად ფართო არჩევანია.

სასტუმროს ნულოვან სართულზე განთავსებული სპა ცენტრი  არაერთი სახის სამედიცინო თუ სარელაქსაციო სერვისით გამოირჩევა. კოსმეტოლოგია, ენდერმოლოგია, კოლონოთერაპია, ინფრა წითელი საუნა, კლასიკური მასაჟები, სილამაზის სალონი. სასტუმრომ პირველად და ექსკლუზიურად საქართველოში სტუმრებს ინდური სამკურნალო და სარელაქსაციო,  Ayurveda Panchakarma პროცედურების სრული  მომსახურეობის სპექტრი შესთავაზა.

სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ არის ადგილი სადაც მაღალი ხარისხის სერვისი, სტუმართმოყვარეობა, სიმშვიდისა და კომფორტის შექმნა  ქართული სტუმართმასპინძლობიდან გამომდინარე ერთი შეხედვითაც შესამჩნევი და დასამახსოვრებელია.

კომპანიის სიახლეები:

Tags

Add Reviews & Rate

Your email is safe with us.

Your rating for this listing :
Rating images

Working Hours :

Now Opening UTC + 4
  • MondayOpen all day
  • TuesdayOpen all day
  • WednesdayOpen all day
  • ThursdayOpen all day
  • FridayOpen all day
  • SaturdayOpen all day
  • SundayOpen all day

Price / Claim :

Book a Reservation:

Persons:

Weather in City :

Hosted by :

More from this author :

See All Listing

Claim listing: ჯორჯია პალასი

Reply to Message

Reset Your Password