ძიება
დამატება
4 * სასტუმროები ახლა ღიაა

სასტუმრო მუზეუმი  -  გვერდის მენეჯერი -   

შეფასებული არ არის
1


ჩვეულებრივ ღირსშესანიშნაობა არის ისტორიასთან და კულტურასთან დაკავშირებული ადგილები. სასტუმრო მუზეუმი კი ახალი ღისშესანიშნაობაა მომხიბვლელ თბილისში. ბრენდი თავისთავში არის თანამედროვე თბილისის სიმბოლო თავისი ისტორიით და სიძველით წარმოჩენილი. მისი კონცეპტულუალური სტილი კი ქმნის მშვიდ და კომფორტულ ატმოსფეროს. როგორც ყველა მუზეუმი  ეს არის საუკეთესო ადგილი ლოკალური კულტურის, ისტორიის და ცნობილ ქართულ სტუმართ მასპინძლობის  გასაცნობად.

ორბელიანების სასახლე, სადაც სასტუმრო მუზეუმია განთავსებული ისტორიული ნაგებობაა, სადაც საუკუნეების წინ დიდგვაროვანი ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა,  სახელგანთქმული თავადი ორბელიანი იმ პერიოდის თბილისის ელიტას ხშირად მასპინძლობდა თავის სასახლეში. სადაც მუდამ იმართებოდა დიდი დარბაზობები და სალონური საღამოები.

სასტუმრო მუზეუმის არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ისეთივე უნიკალურია, როგორც მისი კონცეფცია. მას გამოარჩევს მყუდრო ატმოსფერო, ინდივიდუალური, რაფინირებული, ელეგანტური  სტილი, რაც მე-19 საუკუნის ისტორიისა და თანამედროვე ხედვების ორგანული შერწყმით მიიღწევა.

სასტუმრო მუზეუმი თბილისის შუაგულშია განთავსებული, მხოლოდ 100 მეტრის დაშორებით მდებარეობს ცნობილი ძველმანების ბაზრობა “მშრალი ხიდი” , ფეხით სავალი გზა აშორებს რუსთაველის გამზირს, ნარიყალას  და უძველეს გოგირდის აბანოებს. სასტუმროს პირველ სართულზეა განთავსებული სახელგანთქმული ღვინის რესტორანი „სირაჯხანა“, რომელიც წელს „გოემიოს“ რჩეული რესტორანი გახდა, ასევე  შენობის მეექვსე სართულზე საუცხოო ხედებით წარმოდგენილია ლაუნჯბარი, ხოლო პირველ სართულზე „კაფე მუზეუმი“ ფრანგულ სტილში გადაწყვეტილი გამწვანებული ტერასით, უგემრიელესი დესერტებით და ევროპული მენიუთი.

სასტუმრო 46 ნომერს, 2 კვების ობიექტს და საკონფერენციო ოთახს აერთიანებს.

თითოეული ოთახი დაპროექტებული და მოწყობილია სახასიათო გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული სტილისტიკითა და დიზაინით, ყველა ოთახი აღჭურვილია ტელევიზორით, მინიბარით და ჰიგიენური ნივთების ნაკრებით.

სასტუმრო მუზეუმის მიმღები ოპერირებს 24 საათი. უფასო WIFI და უფასო პარკინგი ხელმისაწვდომია მუზეუმის სტუმრებისთვის.

კომპანიის სიახლეები:

ტეგები

Add Reviews & Rate

Your email is safe with us.

Your rating for this listing :
Rating images

სამუშაო საათები :

ახლა ღიაა UTC + 4
  • ორშაბათიღიაა მთელი დღე
  • სამშაბათიღიაა მთელი დღე
  • ოთხშაბათიღიაა მთელი დღე
  • ხუთშაბათიღიაა მთელი დღე
  • პარასკევიღიაა მთელი დღე
  • შაბათიღიაა მთელი დღე
  • კვირაღიაა მთელი დღე

დაჯავშნა:

პერსონა:

ამინდი ქალაქში :

ადგილმდებარეობა / კონტაქტი :

Claim listing: სასტუმრო მუზეუმი

Reply to Message

Reset Your Password