ძიება
დამატება

ქვეყნები, რომლებიც ქართული ღვინის ექსპორტისთვის მიმზიდველია

ჩვენ ვხედავთ ექსპორტის დივერსიფიცირების საჭიროებას და პოტენციალს, – ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ღვინის სექტორის კვლევაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წელს საქართველოდან ღვინის მთლიანი ექსპორტის მოცულობის 62% (43,4მლნ ლიტრი) რუსეთზე მოდიოდა. დსთ-ის დანარჩენ წევრ ქვეყნებსა და უკრაინაზე კი ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლის 19% მოდიოდა.

„ამ ქვეყნების ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკები და რეგიონში არსებული პოლიტიკური რისკები რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ქართული ღვინის სექტორისთვის, ვინაიდან ეკონომიკური მდგომარეობა და გაცვლითი კურსის დინამიკა სავაჭრო პარტნიორებთან გავლენას ახდენს ქართული ღვინის ფასებსა და მოთხოვნაზე აღნიშნულ ქვეყნებში“, – წერია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ი, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი არიან ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები ქართული ღვინის ექსპორტისთვის.

თიბისი კაპიტალის კვლევაში ასევე წერია, რომ საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ პირველ 20-ეულში შედის.

„ღვინის ექსპოტი გაიზარდა 13%-ით 2019 წელს და შეადგინა 223 მლნ დოლარი“, – წერია კვლევაში.

 

BMG

კომპანიის სიახლეები:

    Tags

    Add Comment

    Your email is safe with us.

    Reset Your Password