ძიება
დამატება

სათხილამურო კლუბ Proleski Ski Club-ის გახსნის თარიღი და მდებარეობა უკვე ცნობილია

სათხილამურო კლუბ Proleski Ski Club-ის გახსნის თარიღი და მდებარეობა უკვე ცნობილიასაქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი სათხილამურო სასწავლო კლუბი 15 დეკემბრისთვის გაიხსნება. კლუბის მიზანია დამწყებებისა და მოყვარულებისთვის თხილამურებსა და სნოუბორდზე სრიალის შესწავლა, დახვეწა და პროფესიონალურ დონეზე ათვისება სპეციალური ტრენაჟორებით, ყოველივე ეს კი ახალ სავარჯიშო დარბაზში იქნება შესაძლებელი.

როგორც კომპანია Proleski Georgia-ს დამფუძნებელი გურო გოგიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, ტრენაჟორები ინგლისური კომპანიის მიერ უკვე მზადდება და ჩამოსვლისთანავე დაიწყება მონტაჟი. ხოლო კლუბი მსურველს რამიშვილის 31-ში, მზიურის ჩასახვევთან მდებარე შენობაში ელოდება.

„ტრენაჟორები უკვე შეკვეთილია და ქარხანაში მიდის მათი მზადების პროცესი.   ტრანსპორტირებით, მონტაჟით და გახსნასთან დაკავშირებული პროცედურების ჩათვლით ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ 15 დეკემბერს გავხსნათ ეს კლუბი. აღსანიშნავია, რომ ფართის მოძებნა საკმაოდ გაგვიჭირდა, შემოთავაზებები გვქონდა „არენასგანაც“, თუმცა არც ჭერის სიმაღლე გვაწყობდა ხელს  და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ვერ დააკმაყოფილებდა კლუბის საჭიროებებს ეს შენობა. ამ სასაწავლო ცენტრს სულ სხვანაირი სივრცე სჭირდება.“ – ამბობს გურო გოგიშვილი

 

ბრიტანეთში დარეგისტრირებული, უკრაინული კომპანია  Proleski-ს ქართულმა  პარტნიორმა კომპანიამ Proleski Georgia-მ  საქართველოს ბაზარზე პირველად სპეციალური ტრენაჟორები შემოიტანა და სათხილამურო და სნოუბორდზე დგომის ტექნიკის სასწავლო ცენტრებს ხსნის. პირველი ლოკაცია დედაქალაქია, თუმცა უახლოეს მომავალში კომპანიის წამომადგენლობა ბათუმში მეორე ფილიალს გახსნის.

 

ამ ეტაპზე უკვე დაინტერესებულები არიან კერძო საბავშვო ბაღები, სკოლები, რომელთაც სურთ ბავშვებს ასწავლონ თხილამურზე ან სნოუბორდზე დგომა.  კლუბში გაწევრიანების მსურველის მინიმალური ასაკი 3 წლიდან იწყება.

 

სპეციალური ტრენაჟორი აჩვენებს ადამიანს თხილამურზე დგომის დროს დაშვებულ შეცდომას, ტრენერის დახმარებით კი სწორად სრიალის ტექნიკას ასწავლის.

 

კომპანია Proleski  პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც ამ ბიზნესის განვითარებას გეგმავს.

 

მარიამ მორგოშია

Commersant

კომპანიის სიახლეები:

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password