ძიება
დამატება

ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება

10 მარტიდან 7 მაისის ჩათვლით ქალაქ ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, ინტერაქციის დახმარებით ღვინის უძველეს სამშობლოში იმოგზაურონ. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენა საზეიმოდ 15 მარტს გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოსა და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით ხორციელდება.

იაპონიაში პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელებასთან დაკავშირებით, სპეციალური ვებგვერდი georgia-homelandofwine.com შეიქმნა. გვერდი ორენოვანია, იაპონური და ინგლისური.

პროექტი პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა.

commersant.ge

კომპანიის სიახლეები:

Tags

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password