ძიება
დამატება

WINE PARIS 2019-ზე საქართველომ „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციია“ წარმოადგინა

წელს პირველად პარიზი მსოფლიო მეღვინეობის ეპიცენტრი გახდა – 11-დან 13 თებერვლის ჩათვლით, საფრანგეთის დედაქალაქი Wine Paris 2019-ის მასპინძელია, რომელმაც თავი 2000-მდე კომპანიას, მეღვინეს, ღვინის საერთაშორიო სპეციალისტებსა და პროფესიონალებს მოუყარა; მათ შორის „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის“ წარმომადგენლებიც იყვნენ. 

Wine Paris 2019-ზე დეგუსტაციების პარალელურად ორგანიზატორებმა საგამოფენო სივრცეში კონფერენციებისა და დებატებისთვის, ისეთ თემებზე როგორიც არის: კლიმატური ცვლილებების გავლენა ვენახებზე, ფრანგული ღვინოების მომავალი მსოფლიოში მზარდი მეღვინეობის წინაშე და ა.შ. ცალკე დარბაზები გამოყვეს. 

“სამივე დღის პროგრამა ძალიან დატვირთულია. Wine Paris 2019-ზე გაიმართა მასტერკლასები, დეგუსტაცია-აღმოჩენები, რომელიც მეღვინეობაში ნაკლებად ცნობილ მცირე ქვეყნებს ან შედარებით უცნობ ვაზის ჯიშებს ეძღვნება. იყო თემატური შეხვედრები, ციფრული სამყაროს გარშემო, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიური წინსვლა ღვინის გაყიდვებში, და ა.შ“, – გვიყვება „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის“ დამფუძნებელი. 

ანა ჭეიშვილი BM.ge-თან ამბობს, რომ ერთ-ერთ პავილიონში „საფრანგეთის მეღვინე ქალთა გაერთიანების“ დეგუსტაცია მოეწყო, რომლის საშუალებითაც ამ გაერთიანების დაფუძნებიდან 10 წლის იუბილე აღინიშნა. 

მისი თქმით, დეგუსტაციაზე ჯამში, საკუთარი ღვინოები 120-მა მეღვინე ქალმა წარადგინა. 

“ეს გაერთიანება 2009 წელს შეიქმნა და დღეს 250 ქალი მეღვინე და 9 მეღვინე ქალთა ასოციაცია საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონებიდან მისი წევრია. სამწუხაროდ, საქართველოდან ღვინის კომპანიები Wine Paris 2019-ზე წარმოდგენილები არ რიან. ვერ გეტყვით რა იყო ამის მიზეზი, Wine Paris 2019-ის გამართვის შესახებ ინფორმაცია უკვე 1 წელია ცნობილია. ვიმედოვნებთ რომ ქართველი მონაწილეები მომავალ წელს აუცილებლად იქნებიან“, – ამბობს ანა ჭეუშვილი. 

მისივე ინფორმაციით, Wine Paris 2019-ზე 11 თებერვალს წარმოდგენილი იყო თურქეთი, რომელმაც დეგუსტაცია-აღმოჩენა გამართა; გუშინ კი, ასევე ერთსაათიანი დეგუსტაცია-აღმოჩენა გამართა სომხეთმა, რომელმა ორი ჯიშისგან – არენისგან და ვოსკეჰატისგან დამზადებული ღვინოები წარადგინა. 

„საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია“ დაპატიჟებული იყო ამ ღონისძიებაზე. „საფრანგეთის მეღვინე ქალთა გაერთიანების“ პრეზიდენტი მელანი პფისტერი, ისევე როგორც წევრი მეღვინე ქალბატონები ძალიან დაინტერესდნენ „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციასთან“ მომავალი თანამშრომლობით და საერთო დეგუსტაციებით. 

განსაკუთრებით საინტერესო და სასიხარულო იყო, რომ ეს მეღვინე ქალები საქართველოს იცნობდნენ როგორც „მეღვინეობის აკვანს“, იცოდნენ ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ტრადიციული ემთოდის შესახებ და დაინტერესებაც კი გამოთქვეს საქართველოში ღვინის გამოფენაზე ჩამოსასვლელად“, – თქვა BMG-თან „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა ანა ჭეიშვილმა.

 
ავტორი: ანნა ლაპიაშვილი
 

კომპანიის სიახლეები:

Tags

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password