ძიება
დამატება

Zerkalo.az: როგორ აჯობა საქართველომ აზერბაიჯანს

ტურიზმი აზერბაიჯანული ჟურნალისტიკისთვის არაა ჩვეული თემა – ძირითადად ყველა წერს პოლიტიკაზე, თუმცა, როდესაც პოლიტიკა ჭარბობს, ყველაფერი დანარჩენიც ხდება პოლიტიკა..

იმის გააზრება, რომ ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ბაქოს მაღალ კაბინეტებში ჯერ კიდევ 2001 წელს მოვიდა, როდესაც ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს დაუმატეს ტურიზმის სფერო.

5 წლის შემდეგ ეკონომიკის ამ სფეროს განვითარება დაევალა კულტურის სამინისტროს და ბოლოს, 1 წლის წინ შეიქმნა ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო.

„დაავადებულმა“ მძიმედ გადაიტანა ასეთი რთული ადმინისტრაციული ოპერაციები და თუ რატომაა ტურიზმი აზერბაიჯანში „დაავადებული“, გასაგები იქნება, თუ დაუკვირდებით ციფრებს.

მაშ ასე, ციფრები! არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა ასე დააყენა საკითხი: „რა არის ცუდი იმაში, რომ 2018 წელს ქვეყანაში ჩამოვიდა 3 მლნ ტურისტი და დახარჯეს 2 მლრდ დოლარი?“..

მართლაც, არაფერი ცუდი ამაშია არაა, თუმცა, კარგია თუ ცუდი მოსავალი, ვერ გაიგებ, სანამ მეზობლების ბოსტანში არ ჩაიხედავ.

შორს არ წავალთ, შემოვიფარგლებით ჩვენი რეგიონით, ანუ სამხრეთ კავკასიით. ათვლის წერტილად კი ავიღოთ ამ ათწლეულის დასაწყისი.

2010 წელს სომხეთს ეწვია 678 000 ტურისტი, მათ დახარჯეს 408 მლნ დოლარი, აზერბაიჯანში – 1,8 მლნ, შემოსავალი 814 მლნ, საქართველოში – 2 მლნ, შემოსავალი 695 მლნ დოლარი.

2018 წელს სომხეთში ჩამოვიდა 1,6 მლნ ტურისტი (შემოსავალი 1,1 მლრდ დოლარი), აზერბაიჯანში – 2,9 მლნ (შემოსავალი 2 მლრდ დოლარი), საქართველოში – 8,6 მლნ (შემოსავალი 3,2 მლრდ დოლარი).

სომხეთი ამ სიაში აუთსაიდერია და ეს ხდება არა იმიტომ, რომ მას არ გააჩნია გასასვლელი ზღვაზე. ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა, რომელიც შესაძლებელია საინტერესო იყოს უცხოელებისთვის. ამ ვითარების მიზეზი უფრო არის რთული ურთიერთობები 3-დან 2 მეზობელ ქვეყანასთან, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ სიტუაციაშიც კი, სომხეთს აქვს უფრო შესამჩნევი ზრდა, ვიდრე აზერბაიჯანს – შემოსავლების კუთხით 2,7-ჯერ (აზერბაიჯანს 2,5-ჯერ), ჩამომსვლელების რაოდენობის თვალსაზრისით კი – 2,4-ჯერ (1,6-ჯერ).

აი, საქართველო კი საოცრებებს აკეთებს – 8 წლის მანძილზე ქვეყანაში ტურისტული შემოსავლები გაიზარდა 5-ჯერ, ხოლო 2018 წელმა მას რეკორდული „მოსავალი“ მოუტანა – 3,2 მლრდ დოლარი. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს 3,2 მლრდ დოლარი ქვეყნისთვის, რომლის ბიუჯეტი არ აღემატება 5 მლრდ დოლარს.

დასაწყისში, 8 წლის წინ, საქართველო და აზერბაიჯანი იყვნენ სრულიად თანაბარ სასტარტო პირობებში, დღეს კი საქართველო აზერბაიჯანს 3-ჯერ უსწრებს.

სხვათა შორის, თავად აზერბაიჯანელებს პირველი ადგილი უკავიათ მეზობელ ქვეყანაში ჩასულ სტუმრებს შორის – 1,4 მლნ ადამიანი წელიწადში!!

„რას იზამ, ის მაინც არის კარგი, რომ ასე თუ ისე წინ მივდივართ და არ ვდგავართ ერთ ადგილზე“. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ვის ხარჯზე იზრდება ტურისტული ინდუსტრია და რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან სტუმრები.

ამ მხრივ, როდესაც ადარებ აზერბაიჯანს მეზობელ ქვეყნებს – ოპტიმიზმის უეცარი შემოტევა უკვალოდ ქრება.

მაგალითად, სომხეთში იზრდება ტურისტების რაოდენობა ინდოეთიდან (131%), ჩინეთიდან (107%) და ყაზახეთიდან (83%). საქართველოში სულ უფრო ხშრად ჩამოდიან ტურისტები სამხრეთ კორეიდან (ზრდა 125%), ესტონეთიდან (85%), ჩინეთიდან (84%), რუმინეთიდან (654%), სლოვაკეთიდან (62%)მ ჰოლანდიიდან (59%), გერმანიიდან (51%), ესპანეთიდან (47%), ბელორუსიიდან (45%), ლატვიიდან (44%), ჩეხეთიდან (44%), საფრანგეთიდან (36%).

აზერბაიჯანში კი ძირითადი ზრდა მოდის სპარსეთის ყურის ქვეყნებზე – საუდის არაბეთზე (2,1-ჯერ), კუვეიტზე (2-ჯერ), ყატარზე (2-ჯერ), ერაყზე (14,4%) და ომანზე (7.6%).

აი, სადამდე მივყავართ პასუხს ერთი შეხედვით მარტივ შეკითხვაზე – კარგია თუ არა 3 მლნ ტურისტი და 2 მლრდ დოლარი?

მაშინვე ჩნდება ახალი შეკითხვები – რატომ ვერ მოვაწესრიგეთ საქმე, რომლის კეთებითაც დაკავებულია 100 ხელი? თითქოს, ყველაფერი არის ამისთვის – ბრძანებულებები, კანონები, სამინისტროები, ტურიზმის ეროვნული ბიურო, თავისი რეგიონული ფილიალებით, ცალკე უნივერსიტეტი შესაბამისი კადრების მოსამზადებლად, ბოლოს და ბოლოს წარმატების მაგალითი აქვე, გვერდით, უახლოეს სამეზობლოში.

ინვესტიციებიც ბევრია, ტერიტორია და მოსახლეობის რაოდენობა მეზობლებზე დიდია, ქვეყანაში არის ათეულობით უნიკალური ქრისტიანული თუ მუსულმანური ძეგლი, კერპთაყვანისმცემლური სიწმინდეები, მეგობრული მოსახლეობა, ლაჟვარდოვანი ზღვა, ოქროს პლიაჟების ასობით კილომეტრი, 9 კლიმატური ზონა, ეროვნული ტყე-პარკები, მთები, ტბები, გეიზერები, ჩანჩქერები, ეთნომუზეუმები, თანამედროვე და ლამაზი ქალაქების გვერდით…

თუმცა, რაღაც გვაკლია. აშკარად გვაკლია.

როგორ ფიქრობთ, რა?

commersant.ge

კომპანიის სიახლეები:

Tags

Add Comment

Your email is safe with us.

Reset Your Password